დავით ნარმანია ქალაქ პორტოს მერს შეხვდა

news
: news თებერვალი 6, 2015 17:07

დავით ნარმანია ქალაქ პორტოს მერს შეხვდა

პორტუგალიაში სამუშაო ვიზიტად მყოფი თბილისის მერი დავით ნარმანია ქალაქ პორტოს მერს ლუი მორიერას შეხვდა. როგორც “თაიმერს” თბილისის მერიიდან აცნობეს, შეხვედრაზე მყარი ნარჩენების მართვის გამოცდილებაზე ისაუბრეს. კერძოდ, განიხილეს ნაგავსაყრელების მართვისა და ნარჩენების გატანის საკითხი.

“საუბარი შეეხო ასევე მცირე ბიზნესის განვითარებაში მუნიციპალიტეტის როლს, ქალაქის იერსახეზე ზრუნვას – ძველი ქალაქის შერწყმას ახალ მშენებლობებთან. ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას და სხვა. დავით ნარმანია და ლუის მორიერა შეთანხმდნენ, რომ გამოცდილების გაზიარების მიზნით, პორტოს ერთკვირიანი ვიზიტით თბილისის მერიის სამუშაო ჯგუფი ეწვევა. სამომავლოდ, პორტოსა და თბილისს შორის პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდება”, – ნათქვამია განცხადებაში.

თბილისის მერიის ინფორმაციით, დღესვე დავით ნარმანია ქალაქ მატოზინიუში ევროსაბჭოს ადგილობრივ თვითმმართველობათა კონგრესის მონიტორინგის მუდმივმოქმედი კომიტეტის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.
“შეხვედრაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ფილიპ რესევორი გახსნის, დაგეგმილია მონიტორინგის კომიტეტის საქმიანობის შეფასება. მონიტორინგის კომიტეტის წევრები ასევე იმსჯელებენ წინასამონიტორინგო ღონისძიებების შესახებ საქართველოში, უკრაინასა და პორტუგალიაში. შეხვედრაზე აგრეთვე გაკეთდება მოხსენებები თემაზე – ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატია ევროპაში, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის შესაბამისობა წევრ ქვეყნებთან მიმართებით.
გარდა ამისა, შეხვედრაზე გაკეთდება მოხსენება თემაზე “ადამიანის უფლებები ადგილობრივ და რეგიონულ დონეებზე”, – ნათქვამია განცხადებაში.

news
: news თებერვალი 6, 2015 17:07

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


17,292
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics