დავით ნარმანია სამგორის გამგებლის ავტომანქანისთვის ცეცხლის წაკიდების ფაქტს გამოეხმაურა

news
: news მარტი 25, 2015 11:12 განახლებულია

დავით ნარმანია სამგორის გამგებლის ავტომანქანისთვის ცეცხლის წაკიდების ფაქტს გამოეხმაურა

დედაქალაქის მერი დავით ნარმანია სამგორის რაიონის გამგებლის მამუკა ჩოქურის ავტომანქანისთვის ცეცხლის წაკიდების ფაქტს გამოეხმაურა.
როგორც დავით ნარმანიამ თბილისის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ფაქტი არის ძალიან მძიმე და რთული. მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ მომხდარზე გამოძიება საინტერესო შედეგს დადებს.
“არ შემიძლია არ გამოვეხმაურო გუშინ ღამე მომხდარ ფაქტს. სამგორის რაიონის გამგებლის პირად ავტომანქანას გუშინ ღამე ვიღაცამ ცეცხლი წაუკიდა. მიმდინარეობს გამოძიება. მე შეფასებისგან თავს შევიკავებ. გამოძიება დარწმუნებული ვარ საინტერესო შედეგს დადებს, თუმცა ფაქტი არის ძალიამ მძიმე და რთული”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
სამგორის რაიონის გამგებლის, მამუკა ჩოქურის პირად ავტომანქანას წუხელ ცეცხლი გაუჩნდა. ამ დროისთვის არსებული არაოფიციალური ინფორმაციით, მანქანას ცეცხლი უცნობმა პირებმა წაუკიდეს, რომლებმაც შემთხვევის ადგილიდან მიმალვა მოახერხეს.
სამგორის გამგებელი გამოძიების დასრულებამდე მომხდარის შეფასებისგან თავს იკავებს.

news
: news მარტი 25, 2015 11:12 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,353
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics