დავით ნარმანია ალი აბა ჰუსეინის სახელობის სამლოცველო სახლს ესტუმრა

news
: news მარტი 21, 2015 19:39 განახლებულია

დავით ნარმანია ალი აბა ჰუსეინის სახელობის სამლოცველო სახლს ესტუმრა

მნიშვნელოვანი

  • თბილისის მერი დავით ნარმანია ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით ვეძისში, ალი აბა ჰუსეინის სახელობის სამლოცველო სახლს ესტუმრა.

სხვა სტატიები

თბილისის მერი დავით ნარმანია ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით ვეძისში, ალი აბა ჰუსეინის სახელობის სამლოცველო სახლს ესტუმრა.
როგორც “თაიმერსს” დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, დავით ნარმანიამ თბილისში მცხოვრებ აზერბაიჯანელ მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა.
როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, თბილისში განსხვავებული ეროვნებისა და მრწამსის მოქალაქეთა თანაცხოვრებას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს და ეს ტრადიცია მომავალშიც უნდა გაგრძელდეს.
“მოვედით, რომ აზერბაიჯანელ ხალხს ბაირამობის დღესასწაული მივულოცოთ. ეს დღე გაზაფხულზე აღინიშნება ტრადიციულად, იმიტომ, რომ ბუნება იღვიძებს, განვითარება და მომავალზე ზრუნვა იწყება. ვულოცავთ ამ დღესასწაულს ყველა ჩვენს მოქალაქეს. ჩვენ ერთად ვცხოვრობთ და მომავალშიც ერთად უნდა ვიყოთ”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
ალი აბა ჰუსეინის სახელობის სამლოცველო სახლში დღეს დედაქალაქის მერთან ერთად იმყოფებოდნენ საბურთალოს გამგებელი ბექა მიქაუტაძე, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი ზაზა ვაშაყმაძე და საკრებულოს წევრი ჯაბა სამუშია.
ნოვრუზ ბაირამი ტრადიციულად 21 მარტს აღინიშნება. 2010 წელს ნოვრუზ ბაირამი საქართველოში საერთო სახალხო დღესასწაულად გამოცხადდა. ტრადიციის მიხედვით, ამ დღეს ყველა ოჯახში უნდა იყოს მწვანე ჯეჯილი, ასევე იღებება კვერცხები და ცხვება ტკბილეული.

news
: news მარტი 21, 2015 19:39 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


18,513
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics