დავით ბაქრაძემ “საჯარო და კერძო სექტორს შორის დიალოგის როლი საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირთან დაახლოების პროცესში” შეხვედრა გახსნა

news
: news ივლისი 2, 2015 20:40 განახლებულია

დავით ბაქრაძემ “საჯარო და კერძო სექტორს შორის დიალოგის როლი საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირთან დაახლოების პროცესში” შეხვედრა გახსნა

მნიშვნელოვანი

  • ევროპულ და ევროატლნატიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ სამუშაო შეხვედრა "საჯარო და კერძო სექტორს შორის დიალოგის როლი საქართველოს და მოლდოვას ევროკავშირთან დაახლოების პროცესში" გახსნა.

სხვა სტატიები

ევროპულ და ევროატლნატიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ სამუშაო შეხვედრა “საჯარო და კერძო სექტორს შორის დიალოგის როლი საქართველოს და მოლდოვას ევროკავშირთან დაახლოების პროცესში” გახსნა.
ორდღიანი სამუშაო შეხვედრა სასტუმროში “ქორთიარდ მარიოტ თბილისი”, “ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდი”-ს (International Visegrad Fund) მხარდაჭერით “პოლიტიკის და მართვის კონსალტინგ ჯგუფი – PMჩG” მიერ იმართება.
როგორც “ინტერპრესნიუსს” ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, ღონისძიების მთავარი მიზანია საქართველოსა და მოლდოვაში ევროკავშირთან დაახლოების პროცესში, კერძოდ, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებასთან (DCFTA) დაკავშირებული ხარჯების, სარგებლის სიღრმისეული გააზრებისა და ხელშეკრულების პირობების დროული შესრულების ხელშეწყობის მიზნით ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება.
სამუშაო შეხვედრაში საქართველოდან, მოლდოვიდან და ვიშეგრადის ქვეყნებიდან მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლები, ბიზნეს ასოციაციები, ექსპერტები და პრაქტიკოსები, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციები და დონორები (EBRD, EIB, WB, IFC, EU და სხვ.) მონაწილეობენ.
დავით ბაქრაძემ სამუშაო შეხვედრის გახსნის ცერემონიალის ფარგლებში მისასალმებელი სიტყვით მიმართა შეხვედრის მონაწილეებს. სახელმწიფო მინისტრმა მადლობა გადაუხადა სამუშაო შეხვედრის ორგანიზატორებს და ხაზი გაუსვა ვიშეგრადის ქვეყნების მიერ გამოცდილების გაზიარების განსაკუთრებულ მნიშვნელობას ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის უფრო ეფექტიანად წარმართვის მიმართულებით.
სახელმწიფო მინისტრმა ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესში სამოქალაქო საზოგადოებასთან აქტიური თანამშრომლობაზე ისაუბრა და ასოცირების შეთანხმების ფარგლებში გეგმის შემუშავების, განხორციელებისა და მონიტორინგის პროცესში არასამთავრობო სექტორთან მუდმივ კოორდინაციას გაუსვა ხაზი. ასევე, ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხებზე მრჩეველთა საბჭოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო პლატფორმასთან აქტიურ თანამშრომლობაზე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროცესის გამჭვირვალედ წარმართვისათვის.
სახელმწიფო მინისტრმა, ასევე, ხაზი გაუსვა საზოგადოებასა და კერძო სექტორთან დიალოგის მნიშვნელობას ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული სარგებლის შესახებ.

news
: news ივლისი 2, 2015 20:40 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,936
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics