დაესწრება თუ არა დავით სერგეენკო პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი
მნიშვნელოვანი
- ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, უახლოეს დღეებში, შესაბამისი პროტოკოლის მიხედვით განისაზღვრება მისი დასწრება პარლამენტში, პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლაზე.
სხვა სტატიები
ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, უახლოეს დღეებში, შესაბამისი პროტოკოლის მიხედვით განისაზღვრება მისი დასწრება პარლამენტში, პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლაზე.
„პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა განცხადება და მან თქვა, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დაესწროს პრეზიდენტის გამოსვლას. დავესწრები თუ არა პირადად მოხსენებას, უახლოეს დღეებში, შესაბამისი პროტოკოლის მიხედვით განისაზღვრება“, – განაცხადა სერგეენკომ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საკანონმდებლო ორგანოში 31 მარტს წარსდგება.