დაამტკიცებს თუ არა საკრებულო ნარმანიას წარდგენილ კანდიდატებს მერიის თანამდებობებზე

news
: news მარტი 17, 2015 13:05 განახლებულია

დაამტკიცებს თუ არა საკრებულო ნარმანიას წარდგენილ კანდიდატებს მერიის თანამდებობებზე

მნიშვნელოვანი

  • დღეს გახდება ცნობილი დაუჭერს თუ არა მხარს საკრებულო თბილისის მერიის მაღალ თანამდებობებზე წარდგენილ კანდიდატურებს. ნარმანიას მიერ წარდგენილ კანდიდატებს გუშინ საკრებულოს სხდომაზე მოუსმინეს.

სხვა სტატიები

დღეს გახდება ცნობილი დაუჭერს თუ არა მხარს საკრებულო თბილისის მერიის მაღალ თანამდებობებზე წარდგენილ კანდიდატურებს. ნარმანიას მიერ წარდგენილ კანდიდატებს გუშინ საკრებულოს სხდომაზე მოუსმინეს.

საკრებულოს როგორც უმრავლესობა ასევე ოპოზიცია თავად კანდიდატურებს იწონებს, თუმცა მათი ნაწილი დავით ნარმანიას წინადადების გაზიარებას არ გეგმავს.

უკვე ცნობილია, რომ თბილისის მერის მიერ წარდგენილ კანდიდატებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და გაერთიანებული დემოკრატების წარმომადგენლები მხარს არ დაუჭერენ. მათ მიაჩნიათ, რომ მერიაში ფასადური ცვლილებები განხორციელდა და ახალი კანდიდატების დამტკიცების შემთხვევაში ვერ შეძლებენ განახორციელონ ის ცვლილებები, რაც თბილისისთვის არის საჭირო.

რაც შეეხება საკრებულოს მმართველი კოალიციის წარმომადგენლებს ისინი გეგმავენ, რომ წარდგენილ კანდიდატებს მხარი დაუჭირონ.

დავით ნარმანიამ საკრებულოს დასამტკიცებლად 2 ვიცე-მერი, მერიის ადმინისტრაციის უფროსი, სატრანსპორტო სასმახურის უფროსი და გამგებელი წარუდგინა.

news
: news მარტი 17, 2015 13:05 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


18,513
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics