დაადებს თუ არა პრეზიდენტი მაუწყებლის შესახებ კანონპროექტს ვეტოს?!

გახდება თუ არა “მაუწყებელთა შესახებ კანონპროექტი” პრეზიდენტის მორიგი ვეტოს მიზეზი, ეს მას შემდეგ გაირკვევა, რაც აღნიშნულ საკითხზე პარლამენტი საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, დავით პატარაიამ  განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერი ახალი რეგულაცია მოითხოვს სათანადო გაანალიზებას და დასკვნების გაკეთებას, ისევე როგორც ამ შემთხვევაში, აუცილებელია მედია კომპანიების პოზიციების მოსმენა, გააზრება და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვეტილების მიღება.

“ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალყურეს ამ პროცესს და გამომდინარე იქიდან, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი, ამის შემდეგ ვაუწყებთ ჩვენს პოზიციას საზოგადოებას,” – განაცხადა დავით პატარაიამ.

კითხვაზე, “კიდევ ერთი ვეტოს საფუძველი გახდება თუ არა ეს გადაწყვეტილება?”, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირდაპირ პასუხს თავს არიდებს.

“ჩვენ დაველოდებით პარლამენტარების გადაწყვეტილებას,” – ამბობს დავით პატარაია.

banner
წინა სტატიაშიმედიის წარმომადგენლები მაუწყებელთა შესახებ კანონპროექტში შესატან ცვლილებებს აპროტესტებენ
შემდეგი სტატიაევროკავშირის ქვეყნების პირველი პირები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოების საკითხზე განცხადებას ავრცელებენ