გურიაში 23 წლის ახალგაზრდა ეზოში მგელმა დაკბინა

news
: news მარტი 7, 2015 15:19

გურიაში 23 წლის ახალგაზრდა ეზოში მგელმა დაკბინა

გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობანში 23 წლის გიორგი გოგიბერიძე მგელმა დაკბინა. ინფორმაციას “გურია ნიუსი” ავრცელებს. როგორც წყაროს დაზარალებულის დედამ განუცხადა შემთხვევა დღეს მოხდა.
– დილით, ჩემს ეზოში შემოვარდა მგელი. მეზობლები დაედევნენ. ჩემი შვილი ეზოში ჩავიდა, ჯოხი ჰქონდა ხელში, რომელიც უნდოდა, რომ დაერტყა. სწორედ ამ დროს, ეცა მგელი ფეხზე. გიორგიმ შეძლო, მგელს ხელებით ყბა დაუკავა და ძირს დააგდო. ამ ორთაბრძოლას მეზობლები უყურებდნენ, რომლებმაც დროულად შეძლეს დახმარება და მგელი ნაჯახით მოკლეს, – აღნიშნა დარიკო გოგიბერიძემ.
მგლისგან დაკბენილი გიორგი გოგიბერიძე ამ წუთებში ჩოხატაურის კლინიკა “მამქოლშია” მოთავსებული. ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

news
: news მარტი 7, 2015 15:19

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


18,513
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics