გურგენიძის ინფორმაციით საბერძნეთში ქართველებისთვის საბანკო შეზღუდვები მომავალ კვირას მოიხსნება

news
: news ივლისი 3, 2015 11:20 განახლებულია

გურგენიძის ინფორმაციით საბერძნეთში ქართველებისთვის საბანკო შეზღუდვები მომავალ კვირას მოიხსნება

მნიშვნელოვანი

  • საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ გურგენიძის განმარტებით, საბერძნეთის ხელისუფლებისგან საქართველომ მიიღო გზავნილი, რომ კაპიტალის კონტროლის მიზნით არსებული შეზღუდვები, დროებითი იყო.

სხვა სტატიები

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ გურგენიძის განმარტებით, საბერძნეთის ხელისუფლებისგან საქართველომ მიიღო გზავნილი, რომ კაპიტალის კონტროლის მიზნით არსებული შეზღუდვები, დროებითი იყო.

როგორც გურგენიძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, “ქრონიკაში” ჩართვისას აღნიშნა, მომდევნო კვირიდან საბერძნეთის ხელისუფლება კაპიტალის შეზღუდვას მოხსნის.

“ჩვენს მოქალაქეებს ანაბრებზე წვდომა ექნებათ და ტრანზაქციები გაგრძელდება. როგორც თქვენთვის ცნობილია, საერთაშორისო ტრანზაქციის შეზღუდვა დაწესდა საერთაშორისო მასშტაბით, ცხადია საქართველო გამონაკლისს არ წარმოადგენს, თუმცა ჩვენ მივიღეთ დამატებითი შეთანხმება, რომ თუ ეს შეზღუდვა გაგრძელდება, ჩვენ ამაზე მოლაპარაკებებს გავაგრძელებთ”, – განაცხადა საბერძნეთის დედაქალაქში მყოფმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

ვლადიმერ გურგენიძეს არ სმენია, რომ საბერძნეთში მყოფი ქართველები საქართველოში დაბრუნებას აპირებენ.

“ხალხი ჩვეულ რიტმში აგრძელებს მუშაობას და არ მსმენია, რომ მათ საქართველოში დაბრუნების სურვილი გამოეხატოთ. უხერხულობა რაც უკავშირდება ხელფასების აღებას, ცხადია ეს მათ აწუხებთ. საბერძნეთში პანიკის ნიშნები ნაკლებად შეინიშნება, თუმცა მოლოდინი დიდია. ბიზნესსექტორი მუშაობს ჩვეულ რიტმში. უხერხულობას ქმნის ბანკებთან რიგები, სხვა მხრივ დაძაბულობა არ შეინიშნება”, – აღნიშნა ვლადიმერ გურგენიძემ.

news
: news ივლისი 3, 2015 11:20 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,353
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics