გუგული მაღრაძე “რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავს

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი თებერვალი 9, 2015 21:33

გუგული მაღრაძე “რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავს

გუგული მაღრაძე "რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავსმმართველი გუნდის წევრი საკუთარ ადვოკატთან კონსულტაციებს გადის და “რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავს. დეპუტატი დამოუკიდებელი ტელეკომპანიის ხელმძღვანელს ღირსების შელახვაში ადანაშაულებს, მაგრამ ამავე დროს “რუსთავი 2-ის” შემოსავლებითაც ინტერესდება. გუგული მაღრაძეს მიაჩნია, რომ არხის და მისი წარმომადგენლების ფინანსური მდგომარეობით აუდიტის სამსახურიც უნდა დაინტერესდეს.

მიმართავს თუ არა უწყებას დეპუტატი “რუსთავი 2-ის” შესამოწმებლად ჯერჯერობით უცნობია. აუდიტის სამსახურის მანდატი კონსტიტუციითაა განსაზღვრული და უწყების კომპეტენციაში მხოლოდ სახელმწიფო ორგანოების შესწავლა შედის.

“რუსთავი 2-ის” ფინანსებით დაინტერესებას კერძო ტელეკომპანიის საქმიანობაში ჩარევად განიხილავს ოპოზიცია. “ნაციონალური მოძრაობა” და “თავისუფალი დემოკრატები” ახალ სარეკლამო რეგულაციებს მხარს არ უჭერენ და მიაჩნიათ, რომ კანონპროექტით ხელისუფლება მედიის გაკონტროლებას ეცდება. ოპოზიციის მოსაზრებებს არ იზიარებენ მმართველ გუნდში. კოლეგის განცხადებაში ზეწოლის ნიშნებს ვერ ხედავს გია ვოლსკი.

გუგული მაღრაძე ნიკა გვარამიას შაბათს “კურიერის” ეთერში გაკეთებული განცხადებების გამო ედავება. უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების ფორსირებულად განხორციელების საჭიროებას ხსნიდა და ამტკიცებდა, რომ დამოუკიდებელ ტელეკომპანიას ეს ფინანსურ დანაკარგს არ მოუტანს. ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი კი იმ არგუმენტებს ასახელებდა, რომლის მიხედვითაც ევროდირექტივა ქართულ მხარეს კანონის დაჩქარებულ ამოქმედებას არ სთხოვს.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი თებერვალი 9, 2015 21:33

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,381
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics