გოჩა რატიანი – მინდა ყველა დავარწმუნო, რომ ჯარისკაცის უფლებები მაქსიმალურად დაცულია

news
: news მარტი 24, 2015 12:38 განახლებულია

გოჩა რატიანი – მინდა ყველა დავარწმუნო, რომ ჯარისკაცის უფლებები მაქსიმალურად დაცულია

მნიშვნელოვანი

  • მინდა ყველა დავარწმუნო, რომ ჯარისკაცების უფლებები მაქსიმალურად დაცულია, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილე გოჩა რატიანმა 43-ე ქვეითი ბატალიონის ავღანეთში გაცილების ცერემონიალის დასრულების შემდეგ ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე განაცხადა, რამდენად დაცულია ჯარისკაცის უფლებები ჯარში და რა ხარვეზები არსებობს.

სხვა სტატიები

მინდა ყველა დავარწმუნო, რომ ჯარისკაცების უფლებები მაქსიმალურად დაცულია, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილე გოჩა რატიანმა 43-ე ქვეითი ბატალიონის ავღანეთში გაცილების ცერემონიალის დასრულების შემდეგ ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე განაცხადა, რამდენად დაცულია ჯარისკაცის უფლებები ჯარში და რა ხარვეზები არსებობს.
როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, თავდაცვის სამინისტრო ამ დონეზე არ ჩერდება და მაქსიმალურად განაგრძობს მუშაობას.
“დღესდღეობით მინდა ყველა დავარწმუნო, რომ ჯარისკაცის უფლებები მაქსიმალურად დაცულია, თუმცა ჩვენ არ ვჩერდებით ამ დონეზე და ჯერ კიდევ ვმუშაობთ ამ მიმართულებით. ამასთან ვმუშაობთ ჯარში როგორც გენდერული თანასწორობის მიმართულებით, ასევე იმ მიმართულებითაც, რომ თუ ვინმემ გამოთქვა სურვილი ემსახუროს ქვეყანას, ღირსეულად იგრძნოს თავი. რაც შეეხება ხარვეზებს, ნამდვილად ვერ გეტყვით, ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალური პირობები შევქმნათ ჯარში”, – განაცხადა გოჩა რატიანმა.
ჯარისკაცის უფლებებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემაც.
“ხარვეზებზე ვერ მოგახსენებთ, რაც შეეხება ჯარისკაცის უფლებებს, შემიძლია გითხრათ, რომ მაქსიმალურად დაცულია. ვერც კი შევადარებთ წინა წლებს, ისევე როგორც ანაზღაურების კუთხით, დაჭრის შემთხვევაში, პენსიით, ჯარისკაცის დაღუპვის შემთხვევაში, ფულადი ანაზღაურებით ოჯახისთვის, გეომეტრიულად გაუმჯობესებულია ყოფითი პირობებიც. თუმცა ეს არ არის ბოლო დონე”, – განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

news
: news მარტი 24, 2015 12:38 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


12,619
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics