გოგლა ჟვანია: ხელისუფლება არ არის მთლად ადეკვატური იმ ვითარების მიმართ, რაც ქვეყანაში სუფევს

როგორც აღმასრულებელი, ისე საპარლამენტო ხელისუფლება არ არის მთლად ადეკვატური იმ ვითარების მიმართ, რაც ქვეყანაში სუფევს და რაც დაგვხდვა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ძმამ, გოგლა ჟვანიამ განუცხადა.

როგორც ჟვანიამ აღნიშნა, ხელისუფლებას სერიოზული პოლიტიკური გადაწყვეტილებები აქვს მისაღები.

“არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. დღეს ხელისუფლება წარმოვადგენ და რასაც ვიტყვი, ეს პირველ რიგში მე მეკუთვნის – ვფიქრობ, ჩვენი ხელისუფლება, არც აღმასრულებელი და არც საპარლამენტო, არ არის მთლად ადეკვატური იმ ვითარებისა, რაც ქვეყანაში სუფევს და რაც დაგვხდა. ჩვენ ვიქცევით ისე, თითქოს საქართველოში დემოკრატიული, შვეიცარიის მაგვარი არჩევნები ჩატარდა, მოვედით დემოკრატიული გზით დალაგებულ ქვეყანაში და ოპონენტებად ცოტა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების ადამიანები გვყავს. თუმცა, რეალობა ყველას კარგად გვახსოვს – ეს იყო მთელი საზოგადოების მრავალწლიანი ბრძოლა სააკაშვილის ბანდის, მისი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წინაღმდეგ”, – განაცხადა გოგლა ჟვანიამ.

მისივე განმარტებით, სათავეში მოსვლის შემდეგ ხელისუფლებას უნდა გადაედგა კარდინალური ნაბიჯები და სხვადასხვა სფეროში სერიოზული რეფორმა ჩაეტარებინა.

“როცა ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენაზე ვლაპარაკობთ, არ შეიძლება ეს იყოს ცარიელი სიტყვები. ეს უნდა იყოს კონკრეტული ნაბიჯები. სააკაშვილის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი ისევ აქ რჩება, არსად გამქრალა. შეიძლება ისინი პირველი პირები აღარ არიან, მაგრამ თავისი საცეცები აქვთ ყველა სახელმწიფო დაწესებულებებში, სასამართლოდან დაწყებული პოლიციით დამთავრებული. ასე რომ ამას ცოტა სხვანაირი მიდგომა სჭირდება. სერიოზული პოლიტიკური გადაწყვეტილებები გვაქვს მისაღები. მათ შორის პარლამენტმა ელემენტარულად შეფასება უნდა გააკეთოს ნაციონალური მოძრაობის ცხრაწლიან მმართველობაზე”, – განაცხადა ჟვანიამ.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტმა სემეკის სამ ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატურები წარადგინა
შემდეგი სტატია„ხელისუფლება აპირებს, რომ ეს ადამიანები დააფაილოს”-ხათუნა ლაგაზიძე საზოგადოებისთვის ავტორიტეტულ პირებზე