გოგლა ჟვანია ყოფილ მთავარ პროკურორს პასუხობს

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი თებერვალი 11, 2015 01:41

გოგლა ჟვანია ყოფილ მთავარ პროკურორს პასუხობს

გოგლა ჟვანია ამბობს, რომ ჟვანიასა და იუსუპოვის გარდაცვალების ადგილზე მათ შორის არატრადიციული სექსუალური ურთიერთობის სცენა დადგეს. ამის შესახებ მან განცხადება თოქშოუ "არჩევანში" სატელეფონო ჩართვისას გააკეთა. ის გადაცემაში დაუგეგმავად მას შემდეგ ჩაერთო, რაც "არჩევანში" FBI-ის ექსპერტიზის დასკვნის ის ნაწილი გახმაურდა, რომელიც აქამდე საიდუმლოდ რჩებოდა. მან თქვა, რომ მისთვის ცნობილი იყო ის ფაქტი, რომ გარდაცვალების ადგილას მართლაც არატრადიციული სექსუალური აქტის სცენა დახვდათ და აღნიშნავს, რომ საზოგადოებამ ამის შესახებ იცის და დღეს გადაცემაში გახმოვანებულ ინფორმაციაში ახალი არაფერი ყოფილა. თუმცა, მისივე თქმით, ეს სცენა დადგმული იყო, რადგან მაშინდელ ხელისუფლებას სურდა, საზოგადოებას ეს ვარიანტი დაეჯერებინა.„მურთაზ ზოდელავა მიხეილ სააკაშვილის დავალებებს ასრულებს. მე არ დავსწრებივარ ექსპერტიზას. უფრო მეტიც, მე ექსპერტიზის დასკვნას ვერანაირად ვერ დავესწრებოდი. ეს მაშინ შეუძლებელი იყო. ჩვენ ყველა მასალას ვიცნობთ, მთელი ჩვენი ოჯახი – ნინოც, დედაჩემიც და მე.
როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ზურა მოკლეს, სწორედ ამიტომ ვამბობთ ამას, რომ ჩვენ საქმის ყველა მასალას ვიცნობთ. ზოდელავა რა მასალებსაც იცნობს და ვის დავალებასაც ასრულებს, ჩემთვის ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვანია. ძალიან სერიოზული შეცდომები გამოეპარათ, მათ შორის ზოდელავასაც. ცხვირწინ ედო ძალიან მძიმე ნივთმტკიცებები, მართლსაწინააღმდეგო და ეს გამოეპარათ, ეს მათი პრობლემაა. ძალიან ბევრი მასალაა ამ საქმეში გაყალბებული, მათ შორის ნივთმტკიცებები, როგორ ხდებოდა გაყალბება ერთ-ერთ ეპიზოდზე.
პროკურატურამ ისაუბრა ძალიან მნიშვნელოვან ეპიზოდზე, როდესაც სურათები გაავრცელეს და აჩვენეს ჟურნალისტებს პირველივე დღეებში. ზუსტად ეს ეპოზოდი არის გაყალბებული, ეს უკვე გამოაშკარავდა. ასევე გაყალბებულია ამერიკული FBI-ის დასკვნა“, – აცხადებს გოგლა ჟვანიამ.

“კვირა”

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი თებერვალი 11, 2015 01:41

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,381
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics