გლდანის ციხეში 55 პატიმარი შიმშილობს

news
: news იანვარი 26, 2015 14:57

გლდანის ციხეში 55 პატიმარი შიმშილობს

მნიშვნელოვანი

  • გლდანის ციხეში 55 უვადო პატიმარი შეიმშილობს. ამის შესახებ ინფორმაციას დიმიტრი ლორთქიფანიძე ავრცელებს.

სხვა სტატიები

გლდანის ციხეში 55 უვადო პატიმარი შეიმშილობს. ამის შესახებ ინფორმაციას დიმიტრი ლორთქიფანიძე ავრცელებს.

ინფორმაცია თავად დიმიტრი ლორთქიფანიძეს გლდანის ციხიდან მიაწოდეს.

როგორც ცნობილია პატიმრები ამნისტიის შესახებ კანონის პროექტს აპროტესტებენ, რომელიც როგორც ისინი ამბობდნენ მათ გარდა ყველა სხვა მსჯავრდებულს შეეხო და სასჯელის ზომა შეუმცირდათ ან განთავისუფლდნენ.

მოშიმშილე პატიმრების წერილიდან ირკვევა, რომ უახლოეს დღეებში აქციებს მათი ოჯახის წევრები და ახლობლებიც შეუერთდებიან.

მოშიმშილე პატიმრები იმ გარემოებასაც აპროტესტებენ, რომ მათ საქმეებზე არც ე.წ. უდოს და არც პრეზიდენტის შეწყალების კომისია არ განიხილავს.

“რაკი ამ ქვეყანაში, მხოლოდ უვადო პატიმრებისთვის არც კანონი, არც სამართალი და არც წყალობა არ არსებობს, ხოლო ის მანიაკები ვინც ჩვენ წლების მანძილზე გვაწამებდნენ, ვინც მამაკაცებს აუპატიურებდნენ, ვინც ქუჩაში ხალხს უპირობოდ ხვრიტავდნენ, თავისუფლად არიან, ჩვენ და ჩვენ ოჯახებს პროტესტის მეტი არაფერი დაგვრჩენია,”- ნათქვამია პატიმრების წერილში, რომელსაც დიმიტრი ლორთქიფანიძე ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ სულ საქართველოში 90 უვადო პატიმრობა მისჯილი მსჯავრდებულია.

news
: news იანვარი 26, 2015 14:57

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,930
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics