გიორგი ცააძის ადვოკატი: შემთხვევის ადგილზე ცააძის იარაღიდან გასროლილი ტყვია არ არის აღმოჩენილი

ბუდაპეშტში პროევროპული აქცია გაიმართაზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 11 პირს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბრალი უკვე წარუდგინა. ბრალდებული გიორგი ცააძის ადვოკატი აცხადებს, რომ ბრალდება საკმაოდ უსუსურია და მტკიცებულებებით გამყარებული არ არის და ერთ-ერთი მათგანი არის ის, რომ გიორგი ცააძის იარაღიდან გასროლილი ტყვია შემთხვევის ადგილიდან ამოღებული არ ყოფილა. მისივე მტკიცებით, გიორგი ცააძე თავს დამნაშავედ არ ცნობს.

„საკონტროლო გასროლა გიორგი ცააძეს არ გაუკეთებია. ბრალში წარდგენილია ის გარემოება, რომ ვითომდა საკონტროლო გასროლა საკუთარი იარაღით განახორციელა და იარაღი არ არის აღწერილი. გიორგი ცააძის ტაბელური იარაღის შესახებ ინფორმაცია ალბათ იქნება საქმეში, მაგრამ შემთხვევის ადგილიდან გიორგი ცააძის იარაღიდან გასროლილი ტყვია არ არის აღმოჩენილი,“ – განაცხადა ადვოკატმა  ინგა სეხნიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშირა კომენტარს აკეთებს შს მინისტრის მოადგილე გურჯანიის სასამართლოდან პატიმრის გაქცევის ფაქტზე?
შემდეგი სტატიაპაატა ზაქარეიშვილი: ევროკავშირის მოქმედებები აფხაზეთის ტერიტორიაზე იქნება ისეთი, რომელიც საქართველოს ინტერესებს შეესაბამება