გიორგი ქადაგიძე დეპუტატების კითხვებს პასუხობს

ლარის განუხრელი ვარდნის პარალელურად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პარლამენტში დაიბარეს. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს და გიორგი ქადაგიძეს დეპუტატებთან შეხვედრისას სწორედ ლარის კურსზე მოუწევს საუბარი.

“რესპუბლიკური” პარტიის დეპუტატი ნოდარ ებანოიძე ამბობს, რომ ამ მნიშვნელოვან საკითხზე დეპუტატებს სრული ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ.

“ჩვენ არა მარტო ცნობისმოყვარეობა გვინდა დავიკმაყოფილო, არამედ გვექნება კონკრეტული კითხვები. ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე ჩვენ უნდა გვქონდეს მეტი ინფორმაცია და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების საშუალებაც,” – ამბობს ებანოიძე.

ამ შეხვედრაზე განიხილება ის ნაბიჯები, რომლებიც მთავრობამ უნდა გადადგას და ასევე გაირკვევა, ჩაერევა თუ არა ეროვნული ბანკი ხელოვნურად ლარის კურსის ვარდნის შეჩერების პროცესში.

banner
წინა სტატიაში“საქართველოში არეულობა იგეგმება, არ მგონია, გომელაური ამას გაუმკლავდეს,” – ნინო ბურჯანაძე
შემდეგი სტატიახადურს იმედი აქვს, რომ ლარის კურსი დასტაბილურდება