გიორგი ქადაგიძეს საპარლამენტო კომიტეტის დახურულ სხდომაზე მოუსმენენ

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 5,5 პროცენტიდან 6 პროცენტამდე ასწია. ეს კომერციული ბანკების კრედიტების გაძვირებას ნიშნავს. სხვა გამოსავალი არც იყო. ეროვნული ბანკი იყენებს იმ შესაძლებლობებს, რაც მას გააჩნია, რომ არ მოხდეს ფასების კიდევ უფრო მეტად ზრდა. მთავრობას ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამს მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. არცერთი თეთრით არ შეუმცირებია ბიუჯეტი, როცა ხედავს, რომ ლარზე ზეწოლა გრძელდება და ფასებიც დაგეგმილზე მეტი ოდენობით იზრდება. კომერციულმა ბანკებმაც სასწრაფოდ უნდა მიიღოს ზომები დეპოზიტების დოლარიზაციის შემდგომი ზრდის შესაჩერებლად. მათ უნდა გაზარდონ ლარებში განთავსებულ ანაბრებზე საპროცენტო განაკვეთი. იგი სულ მცირე, ორჯერ მეტი უნდა იყოს დოლარებში მოზიდულზე. ეს რა თქმა უნდა, გაზრდის მათ საპროცენტო ხარჯებს და შეუმცირებს შემოსავლებს, მაგრამ ეს ნაკლები დანაკარგია იმასთან შედარებით, რაც შეიძლება მაკროეკონომიკური გარემოს გაუარესებას მოჰყვეს.

პარლამენტში დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძეს ელოდებიან. ქადაგიძესთან შეხვედრა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ფარგლებში გაიმართება. სხდომა, რომელიც 17:30 საათისთვის არის დაგეგმილი, დახურული იქნება.

კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ნოდარ ებანოიძის ცნობით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრის მთავარი თემა ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მიმდინარეობა და მასთან დაკავშირებული საკითხები იქნება.

banner
წინა სტატიაშიგლდანის ციხეში 55 პატიმარი შიმშილობს
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილისა და კონსტანტინე კუბლაშვილის პირისპირ შეხვედრა დასრულდა