გიორგი მარგველაშვილმა კოტე კუბლაშვილს მადლობა გადაუხადა

news
: news მარტი 23, 2015 12:44

გიორგი მარგველაშვილმა კოტე კუბლაშვილს მადლობა გადაუხადა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს კოტე კუბლაშვილს მადლობა გადაუხადა.
ქვეყნის პირველმა პირმა უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის წარდგენაზე ინსტიტუტების მდგრადობისა და მემკვიდრეობითობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
“დღეს ჩვენ კიდევ ერთ სერიოზულ საკითხს – ინსტიტუტების მდგრადობას და მემკვიდრეობითობას ვუსვამთ ხაზს. ბატონი კოტეც დღეს ჩვენთან ერთად არის და ამით ნათლად ვაჩვენებთ, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ინსტიტუტებს, ვაგრძელებთ ინსტიტუციურ მემკვიდრეობას და საქართველოში ის, რაც მოხდა 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს, როდესაც მოხდა მშვიდობიანი ცვლა პოლიტიკური ხელმძღვანელობის, ეს არ იწვევს რყევებს. ჩვენ ყველა ვემსახურებით ჩვენს სამშობლოს და სამშობლოს ვემსახურებით ამ ინსტიტუტების მეშვეობით. ჩვენ შეიძლება გვქონდეს სხვადასხვა შეხედულებები, მაგრამ მთავარია ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი სამშობლო, აქედან გამომდინარე, ვაძლიერებთ მის ინსტიტუტებს. ინსტიტუტების გაძლიერება ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია. მე მინდა, მადლობა ვუთხრა ბატონ კოტეს მობრძანებისთვის; მადლოვა ვუთხრა იმისთვის, რომ დღეს ჩვენ გვაქვს თაობათა ცვლა, ერთი თავმჯდომარე მიდის, მეორე მოდის, მაგრამ ინსტიტუტი რჩება და ეს არის უმნიშვნელოვანესი”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
გიორგი მარგველაშვილმა ნინო გვენეტაძეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობა მიულოცა და პრინციპულობის შენარჩუნება უსურვა.

news
: news მარტი 23, 2015 12:44

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,853
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics