გიორგი მარგველაშვილი: სასამართლოს დეპოლიტიზაცია არის ქართული სახელმწიფოს მდგრადობის წინაპირობა

news
: news მარტი 23, 2015 12:26

გიორგი მარგველაშვილი: სასამართლოს დეპოლიტიზაცია არის ქართული სახელმწიფოს მდგრადობის წინაპირობა

ქართული სასამართლოს და მართლმსაჯულების წინაშე ისტორიული პერიოდია, რომელსაც აქვს თავისი გამოწვევები და დიდი შესაძლებლობები, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა უზენაეს სასამართლოში, უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის წარდგენისას განაცხადა.
“ჩვენ დღეს გვყავს ქვეყანაში პოლტიკური ელიტა, როგორც საკანომდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლებსი სახით, რომელიც ნათლად, მტკიცედ და ერთმნიშვნელოვანდ ხაზს უსმავს იმ ფაქტს, რომ სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი.
ამ ჩვეულებრივი ჭეშმარიტების ხაზგასმა ძალიან მნიშვნელოვანია და ამ თვალსაზრისით პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მნიშვნელოვნია. სასამართლოს დეპოლიტიზაცია არის ქართული სახელმწიფოს მდგრადობის წინაპირობა. მაშინ როდესაც ჩვეულებრივ მოქალაქეს აქვს იმედი და განცდა, რომ სასამართლოში მისი უფლებები იქნება დაცული, მაშინ პოლტიკოსთა გადაცდომებიც, პარტიული ინტერესებიც მიღმა რჩება და ყველას აქვს განცდა, რომ სახელმწიფო ემსახურება მთავარს – ადამიანის ინტერსებს”, – განაცხადა მარგველაშვილმა.
მისივე თქმით, სახელმწიფოს ფუნდამენტი არის ის, რომ იქნას დაცული თითოეული ადამიანის უფლება.
“ამიტომ და ამისთვის შეიქმნა სახელმწიფო. მე დღეს თვქენ გეუბნებით, ყველაზე მაღალი ინტერესი, რისთვისაც შეიქმნა სახელმწიფო, რასაც უნდა ემსახურებდნენ პოლიტიკოსები და რასაც უნდა ასწორებდეს და ასტაბილურებდეს სახელმწიფოს, მთავარი ინსტიტუტი ეს არის სამართალი”, -განაცხადა პრეზიდენტმა.

news
: news მარტი 23, 2015 12:26

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,936
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics