გიორგი კვირიკაშვილი – ყველაფერი გაკეთდება, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სამუშაოები წლის ბოლომდე დამთავრდეს

news
: news იანვარი 28, 2015 20:58

გიორგი კვირიკაშვილი – ყველაფერი გაკეთდება, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სამუშაოები წლის ბოლომდე დამთავრდეს

მნიშვნელოვანი

  • ყველაფერი გაკეთდება, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სამუშაოები წლის ბოლომდე დამთავრდეს, - ამის შესახებ ეკონომიკისა

სხვა სტატიები

ყველაფერი გაკეთდება, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სამუშაოები წლის ბოლომდე დამთავრდეს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს კარწახის მონაკვეთში ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზზე სამი სატესტო მატარებლის გავლის შემდეგ განუცხადა.
როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, ფაქტობრივად 180 კილომეტრი რკინიგზის გაყვანის სამუშაოები დამთავრებულია. “ჩვენ ვიმყოფებით ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგასთან ერთად თურქეთის საზღვართან. რკინიგზა უკვე საზღვრამდე მიყვანილია. ძირითადი სამუშაოები რკინიგზის კუთხით დამთავრებულია. საჭიროა კომუნიკაციების გაყვანა, გვირაბის სამუშაოების დასრულება და ვფიქრობ, ეს მართლაც საუკუნის პროექტი, რასაც ჰქვია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, წლის ბოლომდე ყველაფერი გაკეთდება, რომ დამთავრდეს. ხედავთ, ზამთრის პირობებშიც ვმუშაობთ. ეს არის პროექტი, რომელიც მართლაც კიდევ ერთხელ შეკრავს აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის მეგობრულ კავშირებს”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, პროექტი, როგორც ეკონომიკური კუთხით, ისე ხალხთა შორის კავშირების გამყარების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია. ეკონომიკის მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყველას, რომლებიც, მისი თქმით, ძალიან მძიმე კლიმატურ პირობებში მუშაობენ და ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს პროექტი დროზე დასრულდეს.
აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრმა ზია მამედოვმა კი განაცხადა, რომ მოხარულია, რადგან იმყოფება საქართველოს ულამაზეს მიწაზე, ფაქტობრივად თურქეთის რესპუბლიკის საზღვართან. მისი თქმით, პირველი მგზავრები ამ სატესტო მატარებლით იყვნენ ის და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. როგორც ზია მამედოვმა აღნიშნა, ხელისუფლების ნების პირველი ეტაპი შესრულებულია.
“ამ წლის ბოლოს გზა ბოლომდე მზად იქნება ექსპლუატაციისთვის. გარწმუნებთ, რომ ამ წლის განმავლობაში ჩვენი თანამშრომლები ქართველ პარტნიორებთან ერთად ზამთარშიც გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას”, – განაცხადა ზია მამედოვმა.
რაც შეეხება კითხვას, არის თუ არა დამატებითი დაფინანსების აუცილებლობა აზერბაიჯანის მხრიდან, მამედოვმა აღნიშნა, რომ ამის თაობაზე სპეციალისტებმა ისაუბრეს, თუმცა, სანამ ტექნიკური დოკუმენტაცია არ იქნება მზად, დაფინანსების გაზრდაზე ის ვერაფერს იტყვის.

news
: news იანვარი 28, 2015 20:58
დაწერეთ კომენტარი

კომენტარი არაა

კომენტარი არაა!

შეგიძლიათ დატოვოთ თქვნი კომენტარი.

დაწერეთ კომენტარი
კომენტარების ნახვა

დაწერეთ კომენტარი

თქვენი e-mail არ გამოქვეყნდება.
აუცილებელი ველი*

გამოკითხვა

მხარს უჭერთ თუ არა პრეზიდენტის არჩევის გზის შესახებ პლებისციტის გამართვას?

შედეგის ნახვა

Google სტატისტიკა


33,690
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics