გიორგი კვირიკაშვილი და კახა კალაძე უკრაინაში იმყოფებიან

გიორგი კვირიკაშვილი და კახა კალაძე უკრაინაში იმყოფებიან.

საქართველოს მხრიდან მსგავსი დონის დელეგაცია კიევში პირველად არის ჩასული. საქართველოს ვიცე-პრემიერები უკვე შევდნენ უკრაინის ეკონომიკისა და ვაჭრობის მინისტრს.

უკრაინის ეკონომიკის მინისტრთან, ავიარას აბრამოვიჩთან, შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. სადაც ცნობილი გახდა, რომ ივნისში ბათუმში საქართველოსა და უკრაინას შორის სამთავრობოთაშორისო კომისიის სხდომა გაიმართება. მხარეებმა შეხვედრაზე ეკონომიკური თანამშრომლობისა და ვაჭრობის საკითხები განიხილეს.

ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს გიორგი კვირიკაშვილმა მიაწოდა.

მისი თქმით, ივნისში ბათუმში ორმხრივი ეკონომიკის თანამშრომლობის კომისია სხდომა ჩატარდება, სადაც “კონკრეტული გეგმები იქნება დასახული, თუ როგორ წავახალისოთ ჩვენ ქვეყნებს შორის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ურთიერთობა, რომელიც საქართველოსა და უკრაინას შორის არსებობს.”

ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე, კი იმედს გამოთქვამს, რომ უკრაინაში არსებული ვითარება “უახლოეს მომავალში დალაგდება.”

banner
წინა სტატიაში“2014 წელი იყო შავი წელი ევროპის უსაფრთხოებისათვის,” – იენს სტოლტენბერგი
შემდეგი სტატია“ინფლაციაზე მსჯელობა ნაადრევია,”- მმართველი კოალიცია