გიორგი კახიანი: დღესაც რომ ჩატარდეს კენჭისყრა, ნინო გვენეტაძე საკმაოდ დიდ მხარდაჭერას მოიპოვებს

news
: news მარტი 3, 2015 13:32

გიორგი კახიანი: დღესაც რომ ჩატარდეს კენჭისყრა, ნინო გვენეტაძე საკმაოდ დიდ მხარდაჭერას მოიპოვებს

დღესაც რომ ჩატარდეს კენჭისყრა, დარწმუნებული ვარ, რომ ნინო გვენეტაძე საკმაოდ დიდ მხარდაჭერას მოიპოვებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა განუცხადა.
“მას შემდეგ, რაც დასახელდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურა, ის გაურკვევლობა, რაც თავიდან გაჩნდა უმრავლესობის შიგნით, პრინციპში იყო ლოგიკური შედეგი იმ პროცესისა, როგორც წარიმართა კანდიდატურის შერჩევა. წინასწარი შეთანხმება, რაც მე ვფიქრობ, რომ საჭირო იყო და უნდა მომხდარიყო, არ მომხდარა. ნებისმიერი კანდიდატი, ვინც არ უნდა დაესახელებინა პრეზიდენტს, ბუნებრივია, ეს იქნებოდა უმრავლესობისთვის ახალი კანდიდატი და ალბათ, მის მიმართაც ანალოგიური განსხვავებული შეფასებები გაჩნდებოდა”, – განაცხადა კახიანმა.
მისივე თქმით, ნინო გვენეტაძესთან მიმართებაში ფრაქციებთან შეხვედრები ჩატარდა, იყო კომიტეტების სხდომები, სადაც მის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს.
“მინდა გითხრათ, რომ უმრავლესობაში საკმაოდ პოზიტიური განწყობაა ქალბატონი ნინოს კანდიდატურის მიმართ. არ ვიქნები სწორი, თუ ვიტყვი, რომ ერთსულოვანი განწყობა-მეთქი, ბუნებრივია, არის განსხვავებული შეხედულებები. დღესაც რომ ჩატარდეს კენჭისყრა, დარწმუნებული ვარ, რომ საკმაოდ დიდ მხარდაჭერას მოიპოვებს ქალბატონი ნინო, რადგან, როგორც მოგახსენეთ, ზოგადად, პოზიტიური განწყობაა. პროცესი გრძელდება. პირადად ჩემი საკმაოდ პოზიტიური დამოკიდებულება ამ კანდიდატურის მიმართ ერთხელ უკვე გამოვხატე და შემიძლია გითხრათ, რომ იმ კანდიდატებს შორის, რომელთა შემადგენლობიდანაც პრეზიდენტს უნდა დაესახელებინა თავმჯდომარის კანდიდატურა, საკმაოდ ბევრი ღირსეული ადამიანი იყო. ვფიქრობ, რომ ნინო გვენეტაძის დასახელებით პრეზიდენტმა ერთ-ერთი საუკეთესო შეარჩია. მიმაჩნია, რომ მისი კანდიდატურა სრულად აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომლებიც კანონმდებლობითაა გათავლისწინებული”, – განაცხადა კახიანმა.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ასარჩევად 76 დეპუტატის ხმაა საჭირო.

news
: news მარტი 3, 2015 13:32

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


12,619
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics