გიორგი ბაქრაძე – ჩვენ შემდგომშიც ვიზრუნებთ იმაზე, ფასების სტაბილურობა იყოს უზრუნველყოფილი

news
: news მარტი 2, 2015 12:45

გიორგი ბაქრაძე – ჩვენ შემდგომშიც ვიზრუნებთ იმაზე, ფასების სტაბილურობა იყოს უზრუნველყოფილი

მნიშვნელოვანი

  • გიორგი ბაქრაძე - ჩვენ შემდგომშიც ვიზრუნებთ იმაზე, ფასების სტაბილურობა იყოს უზრუნველყოფილი ჩვენ რაც გავაკეთეთ იყო სწორი, დროული და შემდგომშიც ვიზრუნებთ იმაზე, რომ ფინანსური სტაბილურობა იყოს უზრუნველყოფილი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის მრჩეველმა გიორგი ბაქრაძემ განუცხადა.

სხვა სტატიები

გიორგი ბაქრაძე – ჩვენ შემდგომშიც ვიზრუნებთ იმაზე, ფასების სტაბილურობა იყოს უზრუნველყოფილი ჩვენ რაც გავაკეთეთ იყო სწორი, დროული და შემდგომშიც ვიზრუნებთ იმაზე, რომ ფინანსური სტაბილურობა იყოს უზრუნველყოფილი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის მრჩეველმა გიორგი ბაქრაძემ განუცხადა.
“პირველ რიგში, ყველაფერი რაც ამასთან დაკავშირებით უნდა თქმულიყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე თქვა. რაც შეეხება ჩვენს ქმედებებს, ის დადებითად იყო შეფასებული ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, მათ შორის სავალუტო ფონდის მიერ. არც არაფერი დაგვიგვიანია და ის, რაც გავაკეთეთ, გავაკეთეთ სწორად”, – განაცხადა ბაქრაძემ.
კითხვაზე, რა შედეგი მოაქვს რეფინანსირების განაკვეთის ზრდას ქვეყნის ეკონომიკისთვის, ბაქრაძის თქმით, რეფინანსირების განაკვეთი მონეტარული პოლიტიკის ძირითადი განაკვეთია.
“როგორც წესი, ჩვენ ვცვლით რეფინანსირების განაკვეთს როცა იცვლება ინფლაციური მოლოდინები და ვცვლით იმისთვის, რომ გავლენა მოვახდინოთ პირველ რიგში, სწორედ ინფლაციურ მოლოდინებზე. შესაბამისად, რეფინანსირების განაკვეთის ცვლილება, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს ეკონომიკურ ზრდაზე. ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ იყო სწორი, დროული და ჩვენ შემდგომშიც ვიზრუნებთ იმაზე, რომ ფასების სტაბილურობა, ფინანსური სტაბილურობა, რაც არის ეროვნული ბანკის ძირითადი მანდატი, იქნება უზრუნველყოფილი”, – განაცხადა ბაქრაძემ.

news
: news მარტი 2, 2015 12:45

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,353
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics