გიგა ბოკერია: ივანიშვილი ატყუებს ხალხს და ემუქრება არასამთავრობო სექტორს

news
: news იანვარი 29, 2015 15:13

გიგა ბოკერია: ივანიშვილი ატყუებს ხალხს და ემუქრება არასამთავრობო სექტორს

“ივანიშვილი ატყუებს ხალხს და ემუქრება არასამთავრობო სექტორს,”- ასე გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, გიგა ბოკერია, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ინტერვიუს.

გიგა ბოკერია ფიქრობს, რომ ივანიშვილი ქვეყნის მომავალს საფრთხეს უქმნის და მისი სახელმწიფოსგან ჩამოშორება დემოკრატიული გზით უნდა მოხდეს.

“რას ვერჩოდით ჭიკაიძეს, როცა ის ამბობდა, კრიმინალი მშვენიერ მდგომარეობაშიაო. გამოვიდა ივანიშვილი და დასცინა საზოგადოებას, ლარი მშვენივრად არისო. ეს ადამიანი ატყუებს და დასცინის საზოგადოებას. ის ფიქრობს, რომ საზოგადოება გაჭირვებული რომ არის, მათი ბრალია. ივანიშვილი პირდაპირ ემუქრება ახლა უკვე არასამთავრობო სექტორს. ეს კაცი საფრთხეს უქმნის საქართველოს მომავალს. უნდა მოხდეს მისი ჩამოცილება დემოკრატიული გზით,”- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

news
: news იანვარი 29, 2015 15:13

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,853
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics