გია ხუხაშვილი: ირაკლი ღარიბაშვილი აღარ არის ბიძინა ივანიშვილის ფავოროტი

news
: news იანვარი 29, 2015 11:05

გია ხუხაშვილი: ირაკლი ღარიბაშვილი აღარ არის ბიძინა ივანიშვილის ფავოროტი

„ირაკლი ღარიბაშვილი აღარ არის ბიძინა ივანიშვილის ფავოროტი,” –  ასეთია ექსპერტ გია ხუხაშვილის შეფასება.

მან ეს კომენტარი ყოფილი პრემიერის მიერ  ტელეკომპანია „იმედისთვის“  მიცემული ინტერვიუს შემდეგ გააკეთა.

სოსო ცისკარიშვილის შეფასებით კი, ივანიშვილი კვლავ აქტიურად ერევა პოლიტიკაში მთავრობის მეთაურის მეშვეობით.

ყოფილი პრემიერის ფარულ მმართველობაზე საუბრობენ  “ნაციონალურ მოძრაობაშიც”.

ივანიშვილის ინტერვიუს გამოეხმაურა “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარეც.

მისი თქმით,  არასამთავრობო სექტორი ღიაა კრიტიკის მისაღებად  იმ შემთხვევაში, თუ  ეს არგუმენტირებული იქნება.

ბიძინა ივანიშვილმა შეფასებები გუშინ გააკეთა და  „რუსთავი2“, პრეზიდენტი მარგველაშვილი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ალასანია და  სამი სამთავრობო ორგანიზაცია გააკრიტიკა. მან  შესაძლო ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრა.

news
: news იანვარი 29, 2015 11:05

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


11,665
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics