გია შერვაშიძე – ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი რეალურად არ არსებობს

news
: news იანვარი 14, 2015 17:36

გია შერვაშიძე – ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი რეალურად არ არსებობს

ეს არ არის ის სივრცე, სადაც შეიძლება განთავსდეს ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელსაც აქვს ძალიან მკაცრი და გასაგები მოთხოვნები, – ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, გია შერვაშიძემ ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობის პრივატიზების შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერ უნივერსიტეტს ჭირდება საუნივერსიტეტო სივრცეები და აქვს განსაკუთრებული მოთხოვნები.

“ეს არ არის ის სივრცე, სადაც შეიძლება განთავსდეს ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელსაც აქვს ძალიან მკაცრი და გასაგები მოთხოვნები. ნებისმიერი უნივერსიტეტი შეგიძლიათ ნახოთ პირველი ასეული და ნახოთ როგორ არის მოწყობილი საუნივერსიტეტი სივრცეები. თუმცა, დაასახელეს რამდენიმე უნივერსიტეტი და იქაც ნახეთ როგორ არის ეს სივრცეები მოწყობილი. აქ არის ელემენტარული მოთხოვნები. ამის გადაკეთება შეუძლებელია და ამიტომ ეკონომიკის სამინისტრომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რომ თუ გამოჩნდება ინვესტორი, გაასხვისოს. მე მაგალითად დამპროექტებლებს ვკითხავდი, როგორ აპირებდნენ იქ უნივერსიტეტის განთავსებას. მართლა საინტერესოა, რატომ დაიხარჯა ის თანხა, რომელიც დაიხარჯა, როგორ შეიძლება შენობა, რომელიც თავდაპირველად იყო გამიზნული ბიზნეს ცენტრისთვის უცებ გადააკეთო და თქვა, რომ იქნება უნივერსიტეტი, რომელსაც აქვს ძალიან კონკრეტული მოთხოვნა”, – განუცხადა ჟურნალისტებს განათლების მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი რეალურად არ არსებობს.
“ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი მე არ ვიცი რა არის, ჯერ ერთი ეს არარსებული რამ არის. რაც შეეხება სტუდენტების დაფინანსებას, ჯერ ერთი იყო გეგმები და გეგმებს თუ გადავხედავთ იქ დეტალები არ იყო გაწერილი”, – განაცხადა გია შერვაშიძემ.

news
: news იანვარი 14, 2015 17:36

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


12,826
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics