გერმანია საბერძნეთისგან ვალების დაბრუნებას მოითხოვს

გერმანია საბერძნეთისგან ვალების დაბრუნებას მოითხოვს

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საბერძნეთს მოუწოდებს ევროზონაში დარჩეს და გააგრძელოს პოლიტიკური რეფორმები.
„ევროპა მომავალშიც გაარძელებს საბერძნეთისადმი სოლიდარობის გამოხატვას, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებისადმი, რომლებიც ძალიან დაზარალდნენ კრიზისისას. თუკი ეს ქვეყნები რეფორმების გატარებას გააგრძელებენ და ეკონომიკის მხარდასაჭერად მკაცრ ღონისძიებებს გაატარებენ“- ამბობს მერკელი გაზეთ Hamburger Abendblatt-თან საუბარში.
საბერძნეთის ახალმა ფინანსთა მინისტრმა იანის ვარუფაკისმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ აპირებს განიხილოს საკუთარი საშინაო ვალები „სამეულითან.“ის ფიქრობს პირადად შეხვდეს და დაელაპარაკოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს, რომ ვალების ნაწილის ჩამოწერას მაიღწიოს.
საბერძეთის ფინანსთა მინისტრის განცხადებას გერმანელმა კოლეგამ უპასუხა, რომ „სადავო არაფერია და ჩვენი დაშანტაჟება არც ისე ადვილია“, მისი თქმით ვალს გადახდა უნდა.
საბერძნეთის მიმდინარე ვალი 300 მილიარდი ევროა.
გერმანია მზად არის საბერძნეთს გამოუყოს 20 მილიარდი ევრო , თუკი ის რეფორმების გატარებას გააგრძელებს.

banner
წინა სტატიაშივიტნი ჰიუსტონის გოგო აბაზანაში უგონოდ იპოვეს
შემდეგი სტატიაLife News-ის ჟურნალისტები უკრაინამ გაადეპორტა