გენერალი კლარკი: დიპლომატია არ იმუშავებს სანამ აშშ უკრაინას იარაღით არ მოამარაგებს

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მარტი 4, 2015 14:08

გენერალი კლარკი: დიპლომატია არ იმუშავებს სანამ აშშ უკრაინას იარაღით არ მოამარაგებს

გენერალი კლარკი: დიპლომატია არ იმუშავებს სანამ აშშ უკრაინას იარაღით არ მოამარაგებსნატოს ყოფილმა მთავარსარდალმა, გენერალმა ვესლი კლარკმა თქვა, რომ მსოფლიოში ბოლო კონფლიქტები სწრაფად გვარდებოდა მაშინ, როცა აშშ-ს არმია იღებდა მონაწილეობას. ის თვლის, რომ დონბასის ირგვლივ არსებული კონფლიქტის მოგვარება აშშ-ს მიერ უკრაინის შეიარაღების გარეშე არ გამოვა.
USA Today-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, კოსოვოს ომის დროს ევროპაში ნატოს ყოფილმა მთავარსარდალმა აღნიშნა, რომ აშშ-სთვის ცივი ომი არ ყოფილა იოლი მაგალითი, ეს კი ნიშნავს იმას, რომ საერთაშორისო კონფლიქტების დროს აუცილებელია გაკეთდეს ყველაფერი, რისი საშუალებას არსებობს.
„რუანდაში ჩვენ ეს გავაკეთეთ და 800 ადამიანი დაიღუპა. ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში თავს ვიკავებდით და 100 ათასი ადამიანი დაიღუპა, კიდევ 2 მილიონმა სახლ-კარი დატოვა, დადგა დროს, ეს მაგალითები გავიხსენოთ და მოქმედება დავიწყოთ უკრაინაში“ – ამბობს კლარკი.
ის იხსენებს, რომ 1991 წელს აშშ-მ ევროპას ნება დართო დიპლომატია გამოეყენებინა სერბეთის აგრესიის შესაჩერებლად. დიპლომატიამ კი კრახი განიცადა. „უკრაინას თავდაცვის საშუალებები უნდა გააჩნდეს, იარაღი, რადარები, უპილოტოები, ღამის ხედვის აღჭურვილობა. ეს ამერიკის ჯარების ჩარევა კი არ იქნება კონფლიქტში, არამედ ახალგაზრდა დემოკრატიის დახმარება, რომელიც იბრძვის იმისთვის, რომ დამოუკიდებლად აირჩიოს საკუთარი გზა“-ასეთია კლარკის პოზიცია, რომელიც ფიქრობს, რომ რუსეთი იძულებული უნდა გახდეს უკრაინის საზღვრები აღიაროს ყირიმის შემადგენლობით, და ყირიმი ამაზე თუ არ იქნება თანახმა, მაშინ უკრაინელებმა საჭირო შეიარაღება უნდა მიიღონ, რომ დაიცვან საკუთარი ტერიტორია.
„როგორც მაღალი რანგის ოფიცერი, ვთვლი, რომ დავა უკრაინასთან მიმართებაში აუტანლად კანონიერია. ახალი ამ სიტუაციაში მთავარი მხოლოდ აშშ-ს სურვილის უქონლობაა რომ შეასრულოს საკუთარი როლი მსოფლიოსა და ევროპაში იყოს მშვიდობის გარანტი“ .

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მარტი 4, 2015 14:08

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,353
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics