“გახმაურებული საქმეების პროკურორ-გამომძიებლები თავდაცვაში პრემიერის ფავორიტმა მინისტრმა დაასაქმა”

news
: news თებერვალი 12, 2015 14:13

“გახმაურებული საქმეების პროკურორ-გამომძიებლები თავდაცვაში პრემიერის ფავორიტმა მინისტრმა დაასაქმა”

მნიშვნელოვანი

  • "თავისუფალი დემოკრატების" განცხადებით, ზუმბაძეს და გრიგალაშვილს საერთოდ არ უმუშავიათ თავდაცვის სამინისტროში და ეს მხოლოდ პრემიერ-მინისტრის ფავორიტი მინისტრის საკადრო აღმოჩენაა.

სხვა სტატიები

“თავისუფალი დემოკრატების” განცხადებით, ზუმბაძეს და გრიგალაშვილს საერთოდ არ უმუშავიათ თავდაცვის სამინისტროში და ეს მხოლოდ პრემიერ-მინისტრის ფავორიტი მინისტრის საკადრო აღმოჩენაა.

“პრემიერის დღევანდელი განცხადება, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს მის არაკვალიფიციურობაში. მას სჩვევია, რომ საკუთარი უნიათობა და უუნარობა სხვებს გადააბრალოს და პასუხისმგებლობა თავად არაფერზე აიღოს.

გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ზუმბაძეს და გრიგალაშვილს საერთოდ არ უმუშავიათ თავდაცვის სამინისტროში და ეს მხოლოდ პრემიერ-მინისტრის ფავორიტი მინისტრის საკადრო აღმოჩენაა. სწორედ ჯანელიძემ დაასაქმა მაღალ თანამდებობზე გახმაურებული საქმეების პროკურორ-გამომძიებლები.

პრემიერმა დღეს კიდევ ერთი განცხადება გააკეთა, რომელიც ადასტურებს, რომ ის მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით აფასებს ადამიანებს. დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა მითითება მისცა თავდაცვის მინისტრს, რომ თანამშრომლები პოლიტიკური ნიშნით დაახარისხოს და ისე გაუშვას სამსახურებიდან.

ის მიდგომები, რომელსაც პრემიერ-მინისტრი უკეთებს დემონსტრირებას, ძირს უთხრის ძალოვან სტრუქტურებს. აქვე ცალსახად უნდა ვთქვათ, რომ პოლიციაში არსებულ ვითარებაზე მთლიანად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მაშინდელმა შსს მინისტრმა ღარიბაშვილმა. მთავარი რაც საფუძველს ურყევს სამართლდამცავებს არის სწორედ ის, რაც პრემიერისგან დღეს ჩვენ გვესმის.

რაც შეეხება ირაკლი ალსანიას, საზოგადოებას გავახსენებ, რომ სწორედ ის იყო ერთადერთი მინისტრი, რომელმაც ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღო და თანამდებობიდან გაათავისუფლა ის 10 მაღალჩინოსანი, რომლებიც ოჯახის განცხადებით, ჩართულნი იყვნენ სერგო თეთრაძის მკვლელობის საქმეში”, – აღნიშნულია განცხადებაში.

თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებით განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

„მე ის ვიცი, რომ თავდაცვის სამინისტროში წლების განმავლობაში ძირეული ცვლილებები არ განხორციელებულა. უფრო მეტიც, დაწყებული კეზერაშვილით, ახალაიათი და სხვა მინისტრებით, მათი კადრების შენახვა-დაწინაურება ხდებოდა. როდესაც მინდია ჯანელიძე მივიდა მინისტრად, მან დაიწყო ცვლილებები. სწორედ ამიტომაა ამხელა აგრესია „ნაციონლური მოძრაობისგან“ და ჩვენი ყოფილი წევრებისგან. კეზერაშვილი-ახალაიას გუნდის წევრები არათუ დააწინაურეს, არამედ სასწავლებლად უცხოეთში გაგზავნეს, რაც დიდი სირცხვილია. ამაზე უნდა ილაპარაკოთ და მოსახლეობას ყველაფერი განუმარტოთ“, – განაცხადა მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა.

news
: news თებერვალი 12, 2015 14:13

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,023
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics