გახდომა ფიქრის დახმარებით

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი თებერვალი 4, 2015 13:46

გახდომა ფიქრის დახმარებით

მნიშვნელოვანი

  • ჯანმრთელ ტვინს თითქოს უნდა ახსოვდეს რა მიირთვა მისმა პატრონმა, თუმცა კვლევებით დგინდება, რომ ტვინის მოტყუება ადვილი შესაძლებელია.

სხვა სტატიები

გახდომა ფიქრის დახმარებითსწავლულები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ წონის დაკარგვა მკაცრი დიეტის გარეშეც შეიძლება, თუკი მხოლოდდამხოლოდ ვიფიქრებთ. უბრალოდ, საჭიროა ვიცოდეთ ეს როგორ მუშაობს – წერს BBC Future.
ლივერპულის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის დოქტორმა ერიკ რობინსონმა წონის დაკარგვის წარმოუდგენელი მეთოდი გამოიმუშავა და ამტკიცებს, რომ მისი გამოყენება ყველას შეუძლია. ერთადერთი, რაც ამისთვის გჭირდებათ არის მეხსიერება – ამბობს დოქტორი.
ადამიანებს გახდომა ხშირად მოჭარბებულ გემოსთან ბრძოლა გონიათ, მაგრამ ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ცნობიერი არა ნაკლებ პასუხისმგებლობას ატარებს შიმშილის გრძნობის წარმოსაქმნელად.
უფრო მეტიც, ამბობს რობინსონი, ტვინის წილი ამ პროსესში იმდენად დიდია, რომ რომ თუკი დაფიქრდებით და გაიხსენებთ რა ჭამეთ ბოლოს, შესაძლებელია შიმშილის გრძნობა გაგიქრეთ.
ბევრი კვლევის თანახმად ჭამის სურვილზე ფარული ფსიქოლოგიური ფაქტორები მოქმედებს, მაგრამ ბევრმა ჩვენთაგანმა ამის შესახებ არ იცის – ამბობს დოქტორ რობისნსონი – ამის ცოდნა კი ეპოქაში, როცა ხალხი მასობრივად მიდრეკილია ჭარბი წონისკენ, აუცილებელია.
ექსპერიენტები, რომელიც ცნობიერის ჭამის სურვილზე გავლენას იკვლევდნენ, გარკვეულწილად იმ ადამიანებზე დაკვირვებას გულისხმობდა, რომლებსაც მეხსიერება დაკარგული აქვთ – სჭირთ ამნეზია. ასეთი ავადმყოფებს შეუძლიათ ხანგრძლივი და ინტენსიური საუბარი დაიწყონ მათთვის სრულიად უცნობ ადამიანებთან, თუმცა 20 წუთში დაივიწყებენ საუბრის შესახებ და მეტიც, მოსაუბრეც არ გაახსენდებათ.
ზუსტად იგივე ემართებათ მათ ჭამასთან დაკავშირებით.
ჯანმრთელ ტვინს თითქოს უნდა ახსოვდეს რა მიირთვა მისმა პატრონმა, თუმცა კვლევებით დგინდება, რომ ტვინის მოტყუება ადვილი შესაძლებელია.
ამიტომ საკვების მიღების „გაცნობიერებული დოზა წონის დაგდების ერთ-ერთი საშუალებაა“ – ამბობს დოქტორ რობინსონი.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი თებერვალი 4, 2015 13:46

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,430
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics