გაუჩინარებული MH370 რეისის ამოუხსნელი საიდუმლო

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მარტი 8, 2015 16:58

გაუჩინარებული MH370 რეისის ამოუხსნელი საიდუმლო

მნიშვნელოვანი

  • 2014 წლის 8 მარტს, ინდოეთის ოკეანის თავზე რადარებიდან გაქრა მალაიზიური ავიახაზების ბოინგი, რეისით MH370, რომელიც კუალა-ლუმპურიდან პეკინში, ბორტზე 239 ადამიანით მიფრინავდა

სხვა სტატიები

flight mh370 path2014 წლის 8 მარტს, ინდოეთის ოკეანის თავზე რადარებიდან გაქრა მალაიზიური ავიახაზების ბოინგი, რეისით MH370, რომელიც კუალა-ლუმპურიდან პეკინში, ბორტზე 239 ადამიანით მიფრინავდა.

დღეს ერთი წელი შესრულდა რეის MH370-ს იდუმალებით მოცული გაუჩინარებიდან… იდუმალებით მოცული იმიტომ, რომ ახლახანს მალაიზიის ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებულ ერთწლიანი მუშაობის დასკვნის მიხედვით, ამ თვითმფრინავის გაქრობის არც მეტეოროლოგიური, არც ტექნიკური თუ სხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზი ამ მომენტამდე დადგენილი არ არის… ისევე, როგორც არაა ნაპოვნი თვითმფრინავის ჩამოვარდნის რაიმე კვალი…

დასკვნაში, რომელიც სახელმწიფო საექსპერტო კომისიის ერთწლიანი მუშაობის შედეგად დაიდო… ნათქვამია, რომ თვითმფრინავის წყალქვეშა შუქურას (,,მიაკი,,) და ბორტის თვითჩამწერის აკუმულატორები შესაძლებელია დაცლილი ყოფილიყო, რაც თვითმფრინავის სამძებრო ღონისძიებებისთვის ხელისშემშლელი ფაქტორია, თუმცა დარწმუნებული არიან, რომ ეკიპაჟს კაბინის დიქტოფონის შუქურა გამართული იყო და მას დენის წყარო მიეწოდებოდა… დასკვნაში ასევე გამორიცხულია ყოველგვარი ეჭვი ეკიპაჟის წევრების კომპეტენტურობასა და კეთილსინდისიერებაზე, ასევე გამოირიცხა აფრენის მომენტში თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართავობის ეჭვიც…  მიუხედავად იმისა, რომ ჩამოვარდნის დღიდან  ამ დრომდე,  ინდოეთის ოკეანეში თვითმფრინავის რადარებიდან გაქრობის ადგილის ირგვლივ საჰაერო და წყალქვესა სამძებრო სამუშაოები წარმოებს , დასკვნაში ჩანს, რომ არ არსებობს თვითმფრინავის ჩამოვარდნის დამადასტურებელი არანაირი ფაქტობრივი მტკიცებულება… არაა ნაპოვნი თვითმფრინავის არც ერთი ნაწილი თუ ფრაგმენტი…

150308054104_mh370_anniversary_624x351_apმალაიზიის პრემიერმა ნაჯიბ რაზაკმა, თვითმფრინავის დაკარგვიდან ერთი წლის თავზე განაცხადა, რომ ქვეყანა მოწადინებულია იპოვოს ეს თვითმფრინავი და ისინი არც ერთი დღით არ შეწყვეტენ სამძებრო სამუშაოებს… ,,ტკივილი, რომელსაც განიცდიან დაკარგული ადამიანების ახლობლები, ენით აღუწერელია… კითხვებზე პასუხებისა და დამამტკიცებელი საბუთების უქონლობა, კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას და უწონასწოროს ხდის მას,, განაცხადა პრემიერმა.

დაკარგული რეისი MH370-ს მგზავრთა ახლობლები, ერთი წლის თავზე შეიკრიბნენ მალაიზიაში… ზოგიერთები გულისტკივილით იგონებენ დაკარგულ მგზავრებს… ზოგი კი იმედოვნებს, რომ ისინი დღემდე ცოცხლები არიან.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მარტი 8, 2015 16:58

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,735
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics