გარიცხავენ თუ არა თამარ კორძაიას „ქართული ოცნების” ფრაქციიდან?

news
: news მარტი 3, 2015 20:12

გარიცხავენ თუ არა თამარ კორძაიას „ქართული ოცნების” ფრაქციიდან?

გავრცელებული ინფორმაციით, „ქართული ოცნების” დეპუტატის თამარ კორძაიას განსხვავებული პოზიციები მის თანაგუნდელებში უკმაყოფილებას იწვევს. საკითხი ფრაქციის სხდომაზე განიხილეს, თუმცა დეპუტატები ამბობენ, რომ ფრაქციიდან კორძაიას გარიცხვის საკითხი არ დამდგარა.

„ქართული ოცნების” ლიდერი გია ვოლსკი ადასტურებს, რომ თამარ კორძაიას ხშირად თანაგუნდელებისგან განსხვავებული მოსაზრებები აქვს, მაგრამ, ვოლსკის მტკიცებით, მისი უმრავლესობიდან გასვლის საკითხი არ დგას დღის წესრიგში.

„ეს არ ქმნის იმის საფუძველს, რომ გადაწყვეტილება მიღებული იყოს ფრაქციის შეცვლის თაობაზე. არ არის აქტუალური ეს თემა, რადგან საკითხი ასე არ დგას,” – ამბობს გია ვოლსკი.

დეპუტატ გია ჟორჟოლიანის შეფასებით კი, პრინციპულ საკითხებზე მკვეთრად განსხვავებული აზრის ქონა შეიძლება იყოს ფრაქციიდან ამა თუ იმ დეპუტატის გასვლის მიზეზი, მაგრამ აქვე აცხადებს, რომ კონკრეტულად, თამარ კორძაიას შესახებ ფრაქციის სხდომაზე საუბარი არ ყოფილა.

„ჩვენ გვქონდა საუბარი, რომ პრინციპულ საკითხებზე პოზიციები ყველამ მკაფიოდ უნდა გამოხატოს და, რა თქმა უნდა, შეიძლება მივიდეს საკითხი იქამდეც, რომ იმდენად იყოს განსხვავებული პოზიციები, რომ ასეთი დეპუტატების ერთ ფრაქციაში ყოფნა შეუთავსებელი გახდეს. საუბარი იყო ზოგადად და კონკრეტულად, თამარ კორძაიას საკითხი არ დასმულა ფრაქციის სხდომაზე,” – აცხადებს გია ჟორჟოლიანი.

უმრავლესობის დეპუტატს ანი მიროტაძეს მიაჩნია, რომ ფრაქციის წევრებისგან განსხვავებული აზრის ქონა არ არის დეპუტატის ფრაქციიდან გაშვების არგუმენტი.

თავად თამარ კორძაია ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს.

news
: news მარტი 3, 2015 20:12

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,353
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics