„განსაკუთრებული საფრთხეები მოსალოდნელია ჩემს წინააღმდეგ“ – ირაკლი ფირცხალავას მეუღლე

news
: news თებერვალი 2, 2015 15:33

„განსაკუთრებული საფრთხეები მოსალოდნელია ჩემს წინააღმდეგ“ – ირაკლი ფირცხალავას მეუღლე

პროკურატურის მიერ ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობისთვის დაკავებული ირაკლი ფირცხალავას მეუღლე, ნინო ხვიტია აცხადებს, რომ ის დღეიდან თავს უსაფრთხოდ ვეღარ იგრძნობს, რადგან ის, შესაძლოა შურისძიების ობიექტი გახდეს იმ კრიმინალების მხრიდან, ვისაც მისი მეუღლე ებრძოდა. „სახელმწიფო დღეს გახდა მკვლელების, ყაჩაღების, მძარცველების, ნარკოტიკებით მოვაჭრეების და გამტაცებლების ოფიციალური ადვოკატი. ამ ქვეყანაში დღეიდან ვერცერთი მოქალაქე უსაფრთხოდ თავს ვერ იგრძნობს, ეს რასაკვირველია პირველ რიგში გვეხება მე და ჩემს შვილებს, რამდენადაც ჩემი მეუღლე ამ ჩამოთვლილი დამნაშავეების გარდა, ებრძოდა ღიად, პერსონალურად, კანონიერ ქურდებს და ქვეყნის მოღალატეებს. აქედან გამომდინარე განსაკუთრებული საფრთხეები და დარტყმები მოსალოდნელია ჩემს წინააღმდეგ,“ – განაცხადა ფირცხალავას მეუღლემ ნინო ხვიტიამ.

news
: news თებერვალი 2, 2015 15:33

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,430
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics