გამოფხიზლდით, ახალმა წლებმა უკვე ჩაიარა და გააკეთეთ საქმე”–ნიკა მელია

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი იანვარი 16, 2015 15:16

გამოფხიზლდით, ახალმა წლებმა უკვე ჩაიარა და გააკეთეთ საქმე”–ნიკა მელია

გამოფხიზლდით, ახალმა წლებმა უკვე ჩაიარა და გააკეთეთ საქმეოჯახებს, რომლებსაც თბილისის მერია ბინის ქირას უხდის, უკვე მეორე თვეა, თანხა არ მიუღიათ.

ამის შესახებ დედაქალაქის მერობის ყოფილი კანდიდატი, ნიკა მელია, საუბრობს.

მან დღეს მერიაში სპეციალური განცხადებაც შეიტანა და მერიის ხელმძღვანელებს მოუწოდა, დროულად ჩაურიცხონ სოციალურად დაუცველ და სხვა კატეგორიის ოჯახებს ბინის ქირის თანხა.

“გამოფხიზლდით, ახალმა წლებმა უკვე ჩაიარა და გააკეთეთ საქმე. ნუ დატოვებთ ცივ ზამთარში მოქალაქეებს ქუჩაში,”- აცხადებს ნიკა მელია.

ფინანსთა სამინისტროში კი განმარტავენ, რომ პრობლემა ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია და თვის ბოლოს ყველა ეს ოჯახი თანხას სრულად მიიღებს.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი იანვარი 16, 2015 15:16

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


17,292
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics