გალის რაიონში, მდინარე ენგურის სანაპიროზე ნაპოვნია მამაკაცის გვამი

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი იანვარი 21, 2015 22:42 განახლებულია

გალის რაიონში, მდინარე ენგურის სანაპიროზე ნაპოვნია მამაკაცის გვამი

გალის რაიონში, მდინარე ენგურის სანაპიროზე ნაპოვნია მამაკაცის გვამი. როგორც “თაიმერისთვის” გახდა ცნობილი სავარაუდოდ ეს არის ის მეოთხე გამტაცებელი, რომელიც 12 იანვარს სპეცოპერაციის დროს აფხაზებსა და რუს ე.წ სამართალდამცავებს გაექცათ.

შეგახსენებ, რომ 12 იანვარს აფხაზეთის სამართალდამცავ ორგანოებს გალის რაიონის სოფელ ხიაცხას (ჭუბურხინჯი) მცხოვრებმა გელა გერგედავამ მიმართა. მან განაცხადა, რომ ის გატაცებული იყო და გაქცევა მოახერხა.
“მამაკაცს თავს დაესხნენ ნიღბიანი შეიარაღებული პირები. ისინი არ მალავდნენ, რომ გამოსასყიდი უნდოდათ. მათ გელა გერგედავა სოფელ რეპში, მიტოვებულ სახლში ჰყავდათ გამოკეტილი”.
გერგედავამ ღამით გაქცევა მოახერხა და ერთ-ერთი გამტაცებელი დანით მოკლა.

იმავე დღეს სოფელ რეპის ტერიტორიაზე, გამტაცებლების აყვანის მიზნით ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის იყო ორი სამართალდამცავი – რუსი მესაზღვრე და აფხაზეთის ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომელი.

მოხდარზე გალის რაიონის პროკურატურაში საქმე აფხაზეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიცოცხლის ხელყოფა) და 217-ე მუხლით (იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარება) აღიძრა.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი იანვარი 21, 2015 22:42 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


22,560
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics