„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ ყველა ჟურნალისტს პროფესიულ დღეს ულოცავს

news
: news მარტი 21, 2015 14:44 განახლებულია

„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ ყველა ჟურნალისტს პროფესიულ დღეს ულოცავს

პარტიის შეფასებით, დამოუკიდებელი და თავისუფალი მედია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა ქვეყნის დემოკრატიული და სწორი განვითარებისათვის.

“დღეს, 21-ე საუკუნეში პოლიტიკა აბსოლუტურად წარმოუდგენელია მედიასაშუალებების გარეშე. თანამედროვე მსოფლიომ ჟურნალისტებს მისცა ყველაზე დიდი და ამავდროულად ყველაზე საპასუხისმგებლო იარაღი – ხალხისათვის ინფორმაციის მიწოდების საშუალება.

„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ მადლობას უხდის ყველა კეთილსინდისიერ ჟურნალისტს ობიექტური ინფორმაციის გავრცელებისათვის. ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია და არ შეგვიძლია განსაკუთრებული პატივისცემით არ გამოვყოთ ის ჟურნალისტები, რომლებიც 2011 წლის 26 მაისის ღამეს საკუთარი სიცოცხლისა და უსაფრთხოების ფასად პირდაპირ ეთერში გადასცემდნენ და საკუთარ კამერებში აღბეჭდავდნენ სისხლიანი სადამსჯელო სპეცოპერაციის ობიექტურ რეალობას. სწორედ მათ მიერ გადაღებული კადრები გახდა უტყუარი მტკიცებულება იქ მდგომი პატრიოტების სიმართლისა.

„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ ყველა ღირსეულ ჟურნალისტს ულოცავს პროფესიულ დღესასწაულს და უსურვებს გამძლეობას, პროფესიულ წინსვლას, რეალურად დემოკრატიულ საქართველოში ცხოვრებას და საკუთარი პროფესიული საქმიანობის თავისუფლად და კეთილსინდისიერად შესრულებას”, – აღნიშნულია განცხადებაში.

news
: news მარტი 21, 2015 14:44 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,353
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics