ბრიტანეთში გენმოდიფიცირებული ბავშვების გაჩენა კანონდება

baby_barcode ბრიტანეთის პარლამენტის ქვედა პალატა დაეთანხმა გენური ინჟინერიის მეთოდით სამი მშობლისაგან ბავშვის შექმნას, სადაც 2 დედა და ერთი მამა იქნებიან.
პარლამენტის დეპუტატებს ამ საკითხზე თავისუფალი ხმის მიცემის უფლება მიეცათ ისე, რომ დეპუტატები არა პარტიული კუთვნილების, არამედ პირადი შეხედულების მიხედვით აძლევდნენ ხმას. შედეგად თემთა პალატის 382 დეპუტატი მომხრე-128 წინააღმდეგი აღმოჩნდა. უახლოეს ორ კვირაში კი კანონპროექტი ლორდთა პალატამაც უნდა დაამტკიცოს.
ამგვარად, ბრიტანეთი იქნება პირველი ქვეყანა, რომელშიც დაიბადება პირველი ბავშვი, რომელსაც უჯრედებში ექნება სამი ადმიანის დე ენ ემ-ის ელემენტები და ასეთი ბავშვი უკვე მომავალ წელს მოევლინება სამყაროს.
სამმხრივი ხელოვნური განაყოფიერების რევოლუციური მეთოდი ნიუკასლის უნივერსიტეტში შეიმუშავეს. ის გამორიცხავს განუკურნებადი გენეტიკური დარღვევების მქონე ბავშვების გაჩენას. საქმე ეხება უჯრედების სტრუქტურის ნაწილის, მიტოქონდრიის (რომელიც უჯრედის ენერგომომარაგებაზე ზრუნავს) მოდიფიცირებას.
როგორც ცნობილია, მიტოქონდრიას, მათ შორის სასქესო უჯრედების მიტოქონდრიასაც, აქვს საკუთარი დე ენ ემი, რომელიც ითვლება რომ გავლენას არ ახდენს მომავალი ახალშობილის გარეგნობაზე და მის პიროვნულ თვისებებზე. დედის ორგანიზმში მიტოქონდრიის დეფექტები კი, ახალშობილებში იწვევს ისეთ დაავადებებს, როგორიცაა: თავის ტვინის ფუნქციური მოშლა, კუნთების დისტროფია, გულის მანკი და სიბრმავე.
,,რაც ყველაზე მთავარია, ეს სამეცნიერო კვლევა, შემოთავაზებულია პაციენტების მხრიდან, მოწონებულია პაციტენტების მიერ და გაკეთდა პაციენტებისთვის,, განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა დარგ ტერნბულმა.
ამ პროექტს მხარს უჭერენ ნობელის პრემიის ლაურეატი მეცნიერები ბრიტანეთიდან და 14 ქვეყნის 40 წამყვანის სპეციალისტი. თუმცა პროექტს ყავს მძლავრი მოწინააღმდეგეებიც, რომის კათოლიკური ეკლესიისა და ანგლიკანური ეკლესიების სახით. ისინი ამ პროექტს არაეთიკურს და არაუსაფრთხოს უწოდებენ… აცხადებენ, რომ პრაქტიკაში ამ მეთოდის გამოყენება და მისი შედეგები, ბოლომდე შესწავლილი არაა.
ამ თემასთან დაკავშირებით თავის აზრს გამოთქვამენ უფლებადამცველებიც, რომლებიც შიშობენ, რომ სამმხრივი ხელოვნური განაყოფიერება გზას გაუხსნის ეგრეთწოდებული ,,დიზაინერული ბავშვების,, გაჩენას, როდესაც მშობლებს შეეძლებათ თავიანთი მომავალი შვილების გარეგნობის, თვალის ფერის, ზომებისა თუ გარკვეული უნარ-ჩვევების საკუთარი სურვილისამებრ მართვა… თუმცა მეცნიერთა გარკვეული ნაწილი, ამ შიშებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს, უჯრედში შეყვანილი დე ენ ემის სიმცირის გამო და აცხადებენ, რომ მას მხოლოდ უჯრედის ნორმალური მუშაობისათვის დამტენი ბატარეის როლი აკისრია.

banner
წინა სტატიაშიქართველმა სამართალდამცველებმა ყალბი ფულის გასაღებაზე თურქეთის მოქალაქეები დააკავეს
შემდეგი სტატიანინო წულეისკირი: თუ ჩვენ არ გვეყოლება ჯანმრთელი ქალი –მისი განათლება და ჩართვა პოლიტიკაში კარგავს თავისს შინაარსს