ბრიტანეთის სკოლებში შეასწავლიან როდის უნდა დათანხმდე სექსზე

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მარტი 10, 2015 17:08

ბრიტანეთის სკოლებში შეასწავლიან როდის უნდა დათანხმდე სექსზე

 ბრიტანეთის სკოლებში შეასწავლიან როდის უნდა დათანხმდე სექსზებრიტანეთის მთავრობამ სკოლებისთვის ახალი სახელმძღვანელო გამოუშვა, სადაც სკოლის მონწავლეებს ძირითად სექსუალურ ზემოქმედებებზე მიაწვდიან ცოდნას, მათ შორის, როდის უნდა დათანხმდნენ სექსზე. სწავლება 11 წლის ასაკიდან დაიწყება.
ბიბისის კორესპონდენტი ოჯახების საკითხთან დაკავშირებით ჯონ მაკმანუსი შეეცადა გაერკვია რისი მიღწევა სურთ ამით ადრეული სექსუალური აღზრდის მომხრეებს.

დღეს, როგორც არასდროს ბრიტანული საზოგადოება გაჯერებულია სექსით. სექსია ტელე ეთერში, რეკლამაში და სკოლაშიც კი. ქვეყანაში, სადაც ქალების პორნოგრაფია იკრძალება მას თავისუფლად იპოვი ინტერეტში.
სექსუალიზაციის ერთ-ერთი ნიშანი, თუ შეიძლება ასე ითქვას, მოზარდების ასაკში ფეხმძიმობის დონეა.
თუმცა, ფეხმძიმე გოგოების რიცხვი 1969 წლიდან მოყოლებული ახლა ყველაზე ნაკლებია ბრინტანეთში. ბოლო კვლევებმა აჩვენეს, რომ ბრიტანეთი სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით მეოთხე ადგილზეა ფეხმძიმე მოზარდების კუთხით.

ამასთანავე, სიტუაციის გაუმჯობესების ნიშნები უკვე ჩანს. ბავშვთა საქველმოქმედო ორგანიზაციები თვლიან, რომ მიუხედავად აღნიშნული სტატისტიკისა, შედეგი სკოლებში სექსუალური აღზრდის დანერგვის დადებითი მაჩვენებელია.
ამასთანავე ცხადია ის, რომ ბრიტანეთის მთავრობა შემდეგი ღონისძიებების აუცილებლობის წინაშე დგას.

 ბრიტანეთის სკოლებში შეასწავლიან როდის უნდა დათანხმდე სექსზე
განათლების მინისტრის ნიკი მორგანის თქმით, ბავშვები ძალიან დიდ ზეწოლას განიცდიან, როცა საკითხი სექსს ეხება და აუცილებელია მათი დახმარება, რომ იცოდნენ როგორ მოიქცნენ პოტენციურად სარისკო სიტუაციებში.
„ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ განათლება, რომელსაც ჩვენი გოგონები მიიღებენ, მათ დაეხმაროს არა მხოლოდ საკუთარი განათლების პოტენციალის რეალიზებაში, არამედ მოამზადოს ისინი თანამედროვე ბრიტანეთში სრულყოფილი ცხოვრებისთვის. “ – დაწერა ბრიტანეთის განათლების მინისტრმა ერთ-ერთ ბრიტანულ გაზეთში.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბავშვებს სკოლაში ასწავლიან როგორ უნდა დათანხმდნენ სექსუალურ ურთიერთობებზე იმ შემთხვევაშიც კი, როცა კანონით მსგავსი ურთიერთობები მხოლოდდამხოლოდ 16 წლის ასაკიდან არის ნებადართული.
საქმე ორ პოტენციურ სიტუაციას ეხება.
პირველი – ხელისუფლებას უნდა მოზარდებს ასწავლოს სწორად მოქცევა ჩვეულებრივ რომანტიულ სიტუაციებში ტოლებთან, რომლებმაც შესაძლებელია ღრმად შეტოპონ, როცა ორივე მხარე ძლიერ ლტოლვას განიცდის ფიზიკური სიახლოვისკენ, რომლისთვისაც ისინი არ არიან მზად.
თუმცა, მეტ სირთულეს მეორე სიტუაცია წარმოადგენს.
როგორ გამოიცნონ მოზარდებმა სექს-ექსპუატაცია?
საქველმოქმედო ორგანიზაცია PSHE პირადი, საზოგადოებრივი, ეკომონიკური განათლებით და ჯანდაცვით არის დაკავებული. ის სკოლებისთვის ახალი სახელმძღვანელოს შექმნის პროცესშიც მონაწილეობდა. როგორც ასოციაციის აქტივისტები ამბობენ, რამდენიმე ხნის წინ ჩატარებული ხმაურიანი გამოძიება ბრიტანეთში სექს ექსპლუატაციასთან დაკავშირებით იმის მაჩვენებელია, რომ აუცილებელია მსგავსი საგნის სწავლება.
მოზარდები ხშირად ვერ აცნობიერებენ იმას, რომ ზრდასრული მამაკაცების მხრიდან განხორციელებული ქმედებები სექსუალური ძალადობის მსხვერპლს ხდის მათ.

როგორც წესი, სქემა, რომელშიც მოზარდები ემბებიან ასეთია, მათ ინტენსიურად ჩუქნიან საჩუქრებს და ანებივრებენ ყურადღებით, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი აიძულებენ სექსუალური კავშირისკენ.
მეორე მოვლენა, რომელიც მოსმენილი იყო პარლამენტში, მდგომარეობს იმაში, რომ თინეიჯერები ხშირად ვერ ხვდებიან საზღვარს პირად და მიღებულ ურთიერთობას შორის.
ერთ-ერთი გამოკითხვით, ხუთიდან ორი გოგონა დარწმუნებულია იმაში, რომ მის პარტნიორს უფლება აქვს მას რეგულარულად მოსთხოვოს მას მარშრუტის შესახებ. ყოველმა მეხუთემ კი თქვა, რომ პარტნიორი მას კარნახობს რა ჩაიცვას და რა არა.

 ბრიტანეთის სკოლებში შეასწავლიან როდის უნდა დათანხმდე სექსზე

სკოლებში სექსუალური განათლების აქტიური მომხრეები მთავრობას ადამაშაულებენ იმაში, რომ ისინი საკმარისს არ აკეთებენ აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად და რომ აღნიშნული გაკვეთილები სავალდებულო უნდა გახადოს ყველასთვის. დღეს სკოლის მოსწავლეებს, რომელთა მშობლები რელიგიური, ეთნიკური ან სხვა მოსაზრებით ეწინააღმდეგენიან მსგავს გაკვეთილებს, შეუძლიათ მას არ დაესწრონ.
გამოკვლელებმა , რომელიც აშშ-ში ჩატარდა, აჩვენეს, რომ მოზარდები, რომლებიც სექსუალური აღზრდის გაკვეთილებზე დადიან, არ ჩქარობენ პარტნიორთან სექსუალური კავშირის დამყარებას, ან კონტრაცეპციებს ხმარობენ. თუმცა, იუნესკოს დასკვნები, რომელიც 87 გამოკვლევაზეა დაფუძნებული, და რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარდა, არ გამოდგა ასეთი ცალსახა.

„სექსუალური აღზრდა შესაძლებელია სექსუალურ კონტაქტში გვიან შესვლის მიზეზი გახდეს ან შესაძლებელია ამაზე საერთოდ არ ქონდეს ზეგავლენა“ – ნათქვამია ორგანიზაციის ექსპერტების დასკვნაში.
ყოველშემთხვევაში, ბრიტანეთი მზად არის ახალი საგნის შემოსაღებად, და ახლა პრობლემა მხოლოდ ერთია, როგორ ჩაამატონ ისედაც გადატვირთულ საგნებში კიდევ ერთი ახალი საგანი სასკოლო პროგრამაში.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მარტი 10, 2015 17:08

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,936
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics