ბრისბენში პუტინმა მერკელი შოკში ჩააგდო

merkel როგორც ,,ფაინეიშელ თაიმსი,, წერს, პუტინმა მერკელს უკრაინული კრიზისის მოგვარების ,,ჩეჩნური ვარიანტი,, შესთავაზა.

გაზეთისათვის ცნობილი გახდა, რომ გასული წლის ნოემბერში, ბრისბენის მოლპარაკების დროს, პუტინმა გამოთქვა აზრი, რომ კარგი იქნებოდა თუ უკრაინა იგივე მეთოდით მოაგვარებდა ურთიერთობას დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რეგიონებთან, როგორც მოსკოვმა მოაგვარა ჩეჩნეთთან: ეყიდათ ისინი ფულისა და ავტონომიის სანაცვლოდ.

გამოცემის აზრით, ამან მერკელი შოკში ჩააგდო…   მეორე დღესვე სიდნეიში, გერმანიის კანცლერმა თავს უფლება მისცა ჩვეულებრივზე ნაკლებად თავშეკავებული ყოფილიყო და მსოფლიო გააფრთხილა, რომ რუსეთი არა მხოლოდ უკრაინას, ის საქართველოსა და ბალკანეთსაც ემუქრება.

სტატიაში აგრეთვე მოცემულია ბრისბენის მოლაპარაკებაში მონაწილე კრემლის წარმომადგენლის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რომელიც პუტინ-მერკელის ურთიერთობას ეხება. ,,პუტინს და მერკელს არადსროს ჰქონიათ განსაკუთრებულად კარგი ურთიერთობა, როგორც ამას დიპლომატიურ წრეებში აღნიშნავდნენ, ისინი ვერ იტანენ ერთმანეთს, თუმცა ორივე მათგანი პროფესიონალია და ამ ამბავს დიდი ხნის მანძილზე კარგად ნიღბავდნენ,, აცხადებს მოსკოვური წყარო ,,ფაინეიშელ თაიმსთან,, საუბრისას.

აღსანიშნავია, რომ ბრისბენში გასული წლის ნოემბერში შემდგარი ,,დიდი ოცეულის,, სამიტის შემდეგ, მერკელი ერთერთი პირველი გამოვიდა ინიციატივით, რომ რუსეთისთვის სანქციები გაემკაცრებინათ.

banner
წინა სტატიაში“უკრაინის ტერიტორიაზე ადეიშვილის გადაადგილებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკრაინამ უნდა მიიღოს”
შემდეგი სტატიაარც ერთ კანდიდატურაზე არ მინდა, რომ წინასწარ ჩემი კომენტარი გავაკეთო