ბორჯომში დაჭრილი პოლიციელი გარდაიცვალა

news
: news თებერვალი 7, 2015 11:19

ბორჯომში დაჭრილი პოლიციელი გარდაიცვალა

პოლიციელი, რომელიც ლიკანში ორი კვირის წინ მრავალჯერ ნასამართლევმა, შალა აბულაძე, დაჭრა, გუშინ გარდაიცვალა.

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი გიორგი ბერუაშვილი 6 თებერვალს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

შემთხვევა მიმდინარე წლის 23 იანვარს ლიკანში მოხდა. უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები გიორგი ბერუაშვილი და გიორგი მახარაშვილი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფეხით პატრულირებას ახორციელებდნენ, რა დროსაც წარსულში მრავალჯერ ნასამართლევმა, ბორჯომში მცხოვრებმა, 1977 წელს დაბადებულმა შალვა აბულაძემ, დანახვისთანავე, შემხვედრ პოლიციელებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ეჭვმიტანილი შალვა აბულაძე დღემდე იძებნება.

news
: news თებერვალი 7, 2015 11:19

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,381
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics