ბორის ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა თავი აიფეთქა

news
: news მარტი 8, 2015 12:25 განახლებულია

ბორის ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა თავი აიფეთქა

მნიშვნელოვანი

  • რუსული მედიის ცნობით, ეჭვმიტანილი სამართალდამცველებმა გროზნოში ალყაში მოიქციეს, რის შემდეგაც მან ერთი ყუმბარა პოლიციელების მისამართით ისროლა, მეორეთი კი თავი აიფეთქა და ადგილზე გარდაიცვალა.

სხვა სტატიები

რუსული მედიის ცნობით, ეჭვმიტანილი სამართალდამცველებმა გროზნოში ალყაში მოიქციეს, რის შემდეგაც მან ერთი ყუმბარა პოლიციელების მისამართით ისროლა, მეორეთი კი თავი აიფეთქა და ადგილზე გარდაიცვალა.

7 მარტს სამართალდამცველებმა რუსი ოპოზიციონერის მკვლელობაში ეჭვმიტანლი ანზორ გუბაშევი და ზაურ დადაევი დააკავეს. ინგუშეთის უშიშროების საბჭოს ცნობით, დადაევი ბატალიონ “სევერში” მსახურობდა, გუბაშევი კი ჰიპერმარკეტის დაცვის თანამშრომელი იყო.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ნემცოვის მკვლელობის საქმეზე კიდევ ორი პირი – გუბაშევის უმცროსი ძმა და უცნობი მამაკაცი დააკავეს, რომელიც მკვლელობის მომენტში მანქანაში დადაევთან ერთად იმყოფებოდა.

რუსი ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი მოსკოვის ცენტრში 28 თებერვალს მოკლეს.

news
: news მარტი 8, 2015 12:25 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,792
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics