ბორის ნემცოვის მკვლელობის დროს ქუჩის სათვალთვალო კამერები გამორთული იყო

news
: news მარტი 2, 2015 10:46 განახლებულია

ბორის ნემცოვის მკვლელობის დროს ქუჩის სათვალთვალო კამერები გამორთული იყო

მნიშვნელოვანი

  • ბორის ნემცოვის მკვლელობის დროს ქუჩის სათვალთვალო კამერები, რომლებსაც შესაძლოა დაეფიქსირებინა რუსი ოპოზიციონერის მკვლელობა, გამორთული იყო.

სხვა სტატიები

ბორის ნემცოვის მკვლელობის დროს ქუჩის სათვალთვალო კამერები, რომლებსაც შესაძლოა დაეფიქსირებინა რუსი ოპოზიციონერის მკვლელობა, გამორთული იყო. ინფორმაციას გაზეთი „კომერსანტი“ ავრცელებს. გამოცემის მტკიცებით, კამერებს სარემონტო სამუშაოები უტარდებოდა.

ბორის ნემცოვის იაროსლავის ოფისში კი უკვე დასრულდა ჩხრეკა. ნემცოვის სახლიდან უკრაინული საინფორმაციო საშუალბების ინფორმაციით, წაღებულია მასალები, რომლებიც უკრაინაში რუსეთის ჯარის ყოფნას ადასტურებდა. რუსულ ინტერნეტსივრცეში ბორის ნემცოვის მკველელობის ერთ-ერთ ვერსიად აქტიურად განიხილება ე.წ. ჩეჩნური კვალი, რომელსაც უკვე უწოდეს „კადიროვის საჩუქარი პუტინს“

არ დადასტურდა გავრცელებული ინფორმაცია, რომ ნემცოვის მკვლელი ვერცხლისფერი ვაზ-21 102-ით გადაადგილდებოდა.

ძალოვანები ამ დრომდე ეძებენ მკვლელობაში ეჭვმიტანილს, რომლის სიმაღლეც 170 – 175 სანტიმეტრია. ბორის ნემცოვის მკვლელობასთან დაკავშირებით ღირებული ინფორმაციის მიწოდებისთვის რუსეთის საგამოძიებო კომისიამ ჯილდოდ 3 მილიონი რუბლიც დააწესა.

news
: news მარტი 2, 2015 10:46 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


18,513
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics