ბიძინა ივანიშვილი – საზოგადოების ნდობა ჩემით მაქვს მოპოვებული და არც ალასანიას და არც მარგველაშვილს არ უჩუქებია

საზოგადოების ჭარბი თუ ზედმეტი ნდობა ჩემით მაქვს მოპოვებული და ის არც ალასანიას და არც მარგველაშვილს არ უჩუქებია, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია “იმედთან” ინტერვიუში განაცხადა.
ივანიშვილი მის მიერ ქვეყნის არაფორმალურ მართვასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსგავსი განცხადებების ავტორებს რჩევა და მართვა ერთმანეთში ერევათ.
“მე ერთხელ უკვე ვუპასუხე მათ და ვუპასუხებ მეორედაც თუ არ ეყოთ, რამეთუ მართვის ბერკეტი არ გამაჩნია… რა აბნევთ მათ? აბნევთ ის, რომ ვერ გაუგიათ რას ნიშნავს რჩევა და ვერ გაუგიათ ის ნდობა, რაც მე მაქვს საზოგადოებისგან. სხვათაშორის, ის, რომ მე საზოგადოების ჭარბი თუ ზედმეტი ნდობა მაქვს, ჩემით მაქვს მოპოვებული და ის არც ალასანიას და არც მარგველაშვილს არ უჩუქებიათ. ჩემი მოღვაწეობით, ჩემი შრომით მივაღწიე იმას, რომ საზოგაოდების ზედმეტი ნდობა დავიმსახურე”, – განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე განმარტებით, მის სიტყვას არა მხოლოდ ზოგიერთი პოლიტიკოსის, არამედ ზოგიერთი ექსპერტის სიტყვაზე მეტი ფასი აქვს.
“ექსპერტებიც ძალიან მაკრიტიკებენ – ექსპერტებად წოდებულნი. ამას ვამბობ იმიტომ, რომ ისინი ძალიან ბევრ შეცდომას უშვებენ საკუთრ ანალიზში. ისინი ვერ აცნობიერებენ ერთ რამეს, რომ ჩემ სიტყვას ცოტა მეტი ძალა აქვს. რომც არ ვთქვა, მაინც ანგარიშსს უწევენ, რამეთუ იციან ჩემი პოზიცია. მარგველაშვილმაც და ალასანიამაც იციან ჩემი გამოკვეთილი პოზიცია, რა ღირებულებაც მაქვს. მგონია, რომ ამას ურევენ მართვაში”, – აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი – თუ რაღაც უბედურება არ დატრიალდა, ხელისუფლებაში არ დავბრუნდები
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი – ლარის კურსი საზოგადოებას არავითარ ტვირთად არ აწევს