ბიძინა ივანიშვილი – თუ რაღაც უბედურება არ დატრიალდა, ხელისუფლებაში არ დავბრუნდები

საზოგადოებამ ხელისუფლების არჩევის უფლება დაიბრუნა

თუ რაღაც უბედურება არ დატრიალდა, ხელისუფლებაში არ დავბრუნდები, – ამის შესახებ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა . ივანიშვილი პოლიტიკაში მის დაბრუნებას მეორედ მოსვლას ადარებს.
“პოლიტიკიდან წამოსვლის წინ გავაკეთე ბევრჯერ განმარტება. საზოგადოებამ ამ 20 წლის განმავლობაში გაიგო, რა არის ხელისუფლება და გაიგო, რომ ხელისუფლება უნდა ექვემდებარებოდეს კონტროლს. “ნაციონალური მოძრაობის” დროს საზოგადოებამ გააცნობიერა, რომ თუ არ აკონტროლე, შეიძლება მივიღოთ ის, რაც მივიღეთ – ხელისუფლება, რომელიც ძალადობდა ხალხზე. თუ საზოგადოება მოახერხებს მართვას, ხელისუფლება იქნება ისეთი, როგორიც სურს საზოგადოებას. ის ჭარბი ნდობა, რაც გამაჩნდა საზოგადოებისგან, საზიანო იქნებოდა ქვეყნისთვის. ჭარბი ნდობა მოადუნებდა იმ მუხტის განვითარებას, რათა საზოგადოებამ გააცნობიეროს, რომ პატრონი ამ ქვეყნის არის საზოგადოება. აქედან გამომდინარე, ჩემი პოლიტიკაში დაბრუნება არ იქნება სწორი, თუ ამის აუცილებლობა არ დადგა და ღმერთმა ნუ ქნას დადგეს. მეორედ მოსვლას ვადარებ ჩემს მოსვლას. რაღაც უბედურება უნდა მოხდეს ამისთვის”, – განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ის პოლიტიკიდან ნებივრობისთვის არ წასულა. “რაღაც უბედურება უნდა მოხდეს, რომ ჩემი პოლიტიკაში დაბრუნების აუცილებლობა დადგეს. მე არ წამოვედი იმიტომ, რომ ვნებივრობ. მე დღეს იქ ვარ, სადაც ჩემს ყოფნას მეტი ფასი აქვს. მე აქ იმიტომ, ვარ რომ გავაკეთო ჩემი გასაკეთებელი”, – აღნიშნა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი ნაციონალური მოძრაობის ცხრაწლიან მმართველობაზე ფილმს იღებს სათაურით “9+1”
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი – საზოგადოების ნდობა ჩემით მაქვს მოპოვებული და არც ალასანიას და არც მარგველაშვილს არ უჩუქებია