ბიძინა ივანიშვილი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს არ გამორიცხავს?

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით ის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს არ ისურვებდა. მისი თქმით მას სურს, რომ საქართველოს საზოგადოება მიეჩვიოს კანონის ფარგლებში ცხოვრებას ” ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ, მაგრამ არაფერი უნდა გაგვიკვირდეს, თუ პოცესები ისე განვითარდა, რომ ეს აუცილებლობა დადგება ამაში კატასტროფული არაფერია, თუმცა არ იქნებოდა კარგი” – განაცხადა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების შესაძლოა ჩატარებასთან დაკავშირებით ივანიშვილმა იმედისთვის მიცემულ ინტერვიუში
საქართველოს ექსპრემიერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მან საქართველოს მოსახლეობას ევროპული ტიპის მთავრობა დაუტოვა. მისი თმით, საქართველოს ხელისუფლება ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობებს,თუმცა არსებობს პრობლემებიც.მაგალითის სახით ივანიშილმა პრემიებთან დაკავშირებული სკანდალი მოიყვანა და განაცხადა, რომ ამ საკითხში საზოგადოების კრიტიკას ეთანმხმებოდა. ივანიშილი ღარიბაშვილის ნათესავების მაღალ თანამდებობებზე ყოფნის საკითხსაც შეეხო. მისი თქმით, ჯანყარაშვილთან დაკავშირებით, თავად ღარიბაშვილმა გააცნობიერა, რომ ასეთი ვიტარება დიდხანს ვერ გაგრძლდებოდა და მისი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი – ლარის კურსი საზოგადოებას არავითარ ტვირთად არ აწევს
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი ზედმეტად სწევს თამასას…