“ბერუაშვილი პირნათლად ემსახურებოდა თავის საქმეს” – ირაკლი ღარიბაშვილი გარდაცვლილ პოლიციელზე

news
: news თებერვალი 10, 2015 14:48

“ბერუაშვილი პირნათლად ემსახურებოდა თავის საქმეს” – ირაკლი ღარიბაშვილი გარდაცვლილ პოლიციელზე

მნიშვნელოვანი

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დაღუპული პოლიციელის ოჯახს უსამძიმრებს. განცხადება ღარიბაშვილმა, სოციალურ ქსელ facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.

სხვა სტატიები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დაღუპული პოლიციელის ოჯახს უსამძიმრებს. განცხადება ღარიბაშვილმა, სოციალურ ქსელ facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.

განცხადებაში პრემიერ-მინისტრი მწუხარებას გამოთქვამს გიორგი ბერუაშვილის გარდაცვალების გამო და აღნიშნავს, რომ ის კრიმინალთან ბრძოლას ემსხვერპლა.

“კიდევ ერთხელ უდიდესი მწუხარება მინდა გამოვთქვა ქართველი პოლიციელის გიორგი ბერუაშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარი ვუთხრა მის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებს და მთელ საქართველოს. გიორგი ბერუაშვილი პირნათლად ემსახურებოდა თავის საქმეს, იგი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, პატრულირების დროს დაიღუპა. მისი სიცოცხლე დამნაშავეობასთან ბრძოლას შეეწირა. პატივს მივაგებ მის ხსოვნას, რომელმაც ღირსეულად მოიხადა ვალი თავისი ქვეყნისა და ხალხის წინაშე,”- ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის წერილში.

news
: news თებერვალი 10, 2015 14:48

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,352
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics