ბელორუსიაში რუსული არხების გათიშვას ითხოვენ

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მარტი 5, 2015 21:41

ბელორუსიაში რუსული არხების გათიშვას ითხოვენ

მნიშვნელოვანი

  • გავრცელების ცუდი ხარისხი, უხეში პროპაგანდა და მუდმივი ტყუილი უკრაინის მოვლენათა გაშუქებაზე... ეს ის მიზეზებია, რომელიც ბელორუსი საზოგადოების აღშფოთებას იწვევს და რომლის გამოც დღეს ლევ საპეგის სახელობის კულტურული ფონდის პროფკავშირის აქტივისტებმა მიმართეს ბელორუსიის გენერალურ პროკურატურას, ბელტელერადიოკომიტეტს, ინფორმაციისა და კავშირგაბმულობის სამინისტროს რუსული ტელეარხების გათიშვის მოთხოვნით. აქტივისტები მათ ნაცვლად უკრაინული და ყაზახური არხების გაშვებას ითხოვენ...

სხვა სტატიები

გავრცელების ცუდი ხარისხი, უხეში პროპაგანდა და მუდმივი ტყუილი უკრაინის მოვლენათა გაშუქებაზე… ეს ის მიზეზებია, რომელიც ბელორუსი საზოგადოების აღშფოთებას იწვევს და რომლის გამოც დღეს ლევ საპეგის სახელობის კულტურული ფონდის პროფკავშირის აქტივისტებმა მიმართეს ბელორუსიის გენერალურ პროკურატურას, ბელტელერადიოკომიტეტს, ინფორმაციისა და კავშირგაბმულობის სამინისტროს რუსული ტელეარხების გათიშვის მოთხოვნით. აქტივისტები მათ ნაცვლად უკრაინული და ყაზახური არხების გაშვებას ითხოვენ…

მიმართვის დოკუმენტის ავტორებმა, განსაკუთრებული მოთხოვნა დააფიქსირეს ბელორუსიის გენერალური პროჯურატურის წინაშე… ისინი რუსული ტელეარხების წინააღმდეგ  ეროვნებათშორისო, რელიგიური და რასობრივი შუღლის გაღვივების გამო სისხლის სამართლის აღძვრას და გამოძიების დაწყებას ითხოვენ…

ბელორუსიის მედია აღნიშნავს, რომ ლევ საპეგას ფონდის მოთხოვნა, საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან ერთადერთი არ გახლავთ და მსგავსი მოთხოვნით  მრავალი საზოგადოებრივი ორგანიზაცია თუ ცნობილი პიროვნება გამოდის.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მარტი 5, 2015 21:41

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,853
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics