ბელკოვსკი: პუტინმა აშშ-ს მიერ იარაღით მომარაგებაზე რომ გაიგოს, ხარკოვს აიღებს

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მარტი 8, 2015 13:53

ბელკოვსკი: პუტინმა აშშ-ს მიერ იარაღით მომარაგებაზე რომ გაიგოს, ხარკოვს აიღებს

201თუკი აშშ მიიღებს გადაწყვეტილებას უკრაინის ლეტალური იარაღით მომარაგების შესახებ, რუსეთის პრეზიდენტი ხარკოვზე თავდასხმას გაუწევს „ორგანიზებას“ – ამის შესახებ რუსულ ტელეკომოანია «Дождь»-თან ინტერვიუში განაცხადა რუსმა პოლიტოლოგმა სტანისლავ ბელკოვსკიმ.
„ვფიქრობ, რომ ხარკოვი გაიცვლება ამერიკული იარაღის საფასურად. თუკი პუტინი გაიგებს, რომ ლეტალური ამერიკული იარაღი უკრაინაში მოდის და ამას გამოაცხადებენ უახლოეს დღეებში, როგორც ეს ბატონმა ჯონ კერიმ თქვა, რომ ობამა დღე-დღეზე მიიღებს გადაწყვეტილებას, მაშინ შესაძლებელია ხარკოვზე შეტევა განხორციელდეს“ – თქვა ბელკოვსკიმ.
ექსპერტის აზრით, მინსკის შეთანხმება იყო და დარჩება „ფეიკად“. „რუსეთი მათი ქვეყანა არ არის, რუსეთმა არ აღიარა ეს და არანაირ პასუხისმგებლობასაც არ ატარებს“ – ამბობს პოლიტოლოგი.
მისი თქმით, ხარკოვის ჩაბარება დონეცკის და ლუგანსკის განმეორება არ იქნება, რადგანაც „ლუგანსკი და დონეცკი პერიფერიაა, ხარკოვი კი უკრაინის მეორე გული, მეორე კიევია“ .
რაც შეეხება ხარკოვის აღების ფორმებს, ის არ განხორციელდება ძველი სქემით, და მასში დონეცკელი და დონბასელი სეპარატისტები არ მიიღებენ მონაწილეობას, არამედ, ხარკოველი „პატრიოტები.“

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მარტი 8, 2015 13:53

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,853
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics