ბაღდადში კომენდანტის საათის მოხსნიდან რამდენიმე საათში აფეთქება მოხდა

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი თებერვალი 7, 2015 19:44

ბაღდადში კომენდანტის საათის მოხსნიდან რამდენიმე საათში აფეთქება მოხდა

მერკელ-ოლანდ-პუტინის შეხვედრაბაღდადში კომენდანტის საათის მოხსნიდან რამდენიმე საათში აფეთქება მოხდა, რომელსაც მინიმუმ 34 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
პირველი აფეთქება რესტორანში მოხდა, რომელიც ქალაქის შიიტურ ნაწილში იყო მდებარეობს. შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა და 50-მდე დაშავდა.
დანარჩენი ორი აფეთქება ბაღდადის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მოხდა.
ერაყში გადაადგილებაზე შეზღუდვა 2003 წლიდან, ამერიკული ჯარის შეჭრის შემდეგ მოწმედებს. შეზღუდვის პირობები მუდმივად იცვლებოდა, მაგრამ ბოლო 5 წლის მანძილზე 12-დან 5 საათამდე იკრძალებოდა გადაადგილება.
პრემიერ-მინისტრმა ქალაქის ცხოვრების ნორმალიზაციის მიზნით შეზღუდვის მოხსნა ბრძანა. გარდა ამისა, მას უნდოდა დაემტკიცებინა, რომ „ისლამური სახელმწიფო“ აღარ ემუქრება ბაღდადს, რომლებმაც ერაყის ჩრდილოეთ და დასავლეთ ნაწილს გასულ წელს პრობლემები შეუქმნა.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი თებერვალი 7, 2015 19:44

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


17,292
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics