ბათუმიდან თბილისისკენ “ნაციონალური მოძრაობის” კოლონა დაიძრა

news
: news მარტი 21, 2015 10:38

ბათუმიდან თბილისისკენ “ნაციონალური მოძრაობის” კოლონა დაიძრა

მნიშვნელოვანი

  • ბათუმიდან თბილისისკენ "ნაციონალური მოძრაობის" კოლონა დაიძრა. მსვლელობის ორგანიზატორების ინფორმაციით, მათი ნაწილი თბილისში გუშინ, ნაწილიც დილით ადრე ჩამოვა.

სხვა სტატიები

ბათუმიდან თბილისისკენ “ნაციონალური მოძრაობის” კოლონა დაიძრა. მსვლელობის ორგანიზატორების ინფორმაციით, მათი ნაწილი თბილისში გუშინ, ნაწილიც დილით ადრე ჩამოვა.
როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, აჭარიდან თბილისში აქციაზე 2500-მდე ადამიანი წამოვიდა. “ნაციონალური მოძრაობის” წევრები და აქტივისტები აცხადებენ, რომ დღეს ისტორიული დღეა, რადგან ხელისუფლება ხალხის ძალას კიდევ ერთხელ იგრძნობს.
“ამ უნიათო არაფრის გამკეთებელ ხელისუფლებას უნდა ვუთხრათ, რომ მათი დრო წავიდა”, – აცხადებს მსვლელობის ერთ-ერთი მონაწილე ეთერ კონცელიძე.
დღეს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე, “ნაციონალური მოძრაობა” მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციას გამართავს.

news
: news მარტი 21, 2015 10:38

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


12,619
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics